ულამაზესი ლელა მებურიშვილი ორი შვილის დედაა. სანამ ლელა დაოჯახდებოდა, ქალაქის სასურველი სარძლოს სტატუსი ჰქონდა, თუმცა ისე დაუკავშირა ცხოვრება ბინზნესმენ ბაჩო საგანელიძეს, რომ მათ შესახებ პრესამ და საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა ცნობილი.
დღეს ბაჩოს და ლელას ორი შვილი ჰყავთ - ალექსანდრე და სოფია. ორივე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და შტატების მოქალაქეები არიან. სოფიას დაბადების შემდეგ ლელამ გადაწყვიტა, რომ პატარა არა თბილისის გულში, არამედ სუფთა ჰაერზე, წყნეთში გაეზარდა. ჯერ დროებით გადავიდა საცხოვრებლად, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ იქ დასახლდა და წელიწადის დიდ დროს წყნეთში ატარებს. კარანტინის დროსაც პატარებს საშუალება ჰქონდათ სუფთა ჰაერზე, საკუთარ ეზოში ესეირნათ და აყვავილებული ხეებით დამტბარიყვნენ.
„ყველაზე დიდი ბედნიერება“ - ამ მინაწერით აქვეყნებს ლელა შველებთან ერთად გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს.
თეკლა ჟვანია