საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, მას კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაკვირვებას აწარმოებენ.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც ქალმა საკუთარ შვილზე იძალადა. ფიზიკური ძალადობის შემთხვევისას პატრული მეზობლებმა გამოიძახეს.
"დაზიანებები დედამ მიაყენა, ნახეთ რამდენი ნაკბენი აქვს ბავშვს. პოლიციაში ბებიაჩემმა დარეკა, ეს ძალადობის პირველი შემთვევა არა არის" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
"ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა. განაგრძეთ კითხვა