სახლში ყველა ჩვენგანს აქვს დაგროვილი უამრავი ჟურნალი, გაზეთი, თაბახის ფურცელი, საბჭოთა დროს გამოცემული წიგნების ის ნაწილი, რომელთაც არანაირი მხატვრული ან სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნიათ, თუმცა გამოსავალს ვერ ვპოულობთ, სად შეიძლება წავიღოთ ისინი.
მანამ სანამ ჩვენ სახლში მაკულატურა გვიწყვია და თვალი მაინც ნაგვის ურნისკენ გაგვირბის, ფურცლებისა და ფანქრების დასამზადებლად ყოველდღიურად ათასობით ჯანსაღი ხე იჭრება - ხე, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავებს და დედამიწაზე ცხოვრებას შესაძლებელს ხდის. რეალურად, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ეს ხე გადაარჩინოს და ამით სარგებელი არამხოლოდ ჟანგბადის - არამედ საინტერესო ლიტერატურის სახით მიიღოს.
სწორედ ამას გულისხმობს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“, რომელმაც მოქალაქეების ჩართულობით 2012 წლიდან დღემდე უკვე 150 000 ხე გადაარჩინა. მოქალაქეებმა პროექტის ფარგლებში 8823 ტონა მაკულატურა წარადგინეს და საჩუქრად წიგნები მიიღეს. ჩაბარებულ მაკულატურას კი გამომცემლობა გარემოზე ზრუნვის მიზნით, წარმოებაში აბრუნებს.
პროექტი წლიდან წლამდე პოპულარული ხდება, თუმცა მის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ იცის. სწორედ ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, „მაკულიტერატურამ“ წიგნის მოყვარულებს ახალი შეთავაზება წარუდგინოს - 1 კგ მაკულიტერატურის გადაცვლა 1 ლარის ღირებულების წიგნშია შესაძლებელი; მაგალითად, 10 კილოგრამის - 10 ლარის ღირებულების წიგნში და ა.შ.
შეთავაზება ძალაშია 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvalemakulaturatsignebshi
იმ ლიტერატურის ჩამონათვალში, რომელსაც მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ, 600-მდე წიგნია, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რამდენიმე შეგვერჩია და თქვენთვის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გაგვეცნო: