"მადლობა სამყაროს, რომ შენ გაჩნდი ჩემთვის ამ ქვეყანაზე! მიყვარხარ და ვულოცავ ჩემს თავს შენს დაბადებას. იმიტომ, რომ დღეს, ჩემი ცხოვრების დაბადების დღეა", - უდიდესი ყვავილების თაიგულით, ფერადი ბუშტებითა და ამ სიტყვებით მიულოცა სალომე ბაკურაძეს დაბადების დღე მეუღლემ - ლაშა ბასლანძემ, თან ერთ-ერთი ავტოფარეხის სახურავზე, რომელიც მათი ფანჯრიდან კარგად ჩანს, ფერადი გულის ფორმის სტიკერები დაუკრა.
წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და ერთი საერთო შვილი ჰყავთ - სანტი. სანტი დედიკოს და მამიკოს მეგზურია და თითქმის ყველგან მათთან ერთად დადის და ერთობა.
დაბადების დღე სალომემ, სანტიმ და ლაშამ, ლაშას რესტორანში, ოჯახურ გარემოში აღნიშნეს. ალბათ ესეც კორონავირუსის გავლენაა, თორემ სალომეს დაბადების დღე ყოველთვის ზეიმი, სიმღერა, ცეკვა და კარგი გართობა იყო მეგობრებთან ერთად.
თეკლა ჟვანია