ეს ნამცეცა არსება სიმაღლეში მხოლოდ 60 სანტიმეტრია, 6,5 კილოგრამს იწონის და ასაკით უკვე 26 წლისაა. მისი პაწაწინა და ერთ შეხედვით უმწეო სხეულის მიღმა თავის თავში დარწმუნებული, ამბიციური გოგონა იმალება, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს. 26 წლის ასაკისთვის ეს პრაქტიკულად, მოახერხა კიდეც.
ჯოტი ამჯის მშობლიურ ინდოეთში ღვთაებად მიიჩნევენ, თავად კი მსახიობად ხედავს საკუთარ თავს. მონაწილეობაც აქვს მიღებულ ცნობილ გახმაურებულ სერიალში "ამერიკული საშინელებათა ისტორია. ასევე რამდენიმე როლიც შეასრულა ბოლივუდის ფილმებში. ამჟამად რეალითი შოუს მონაწილეა.
"ჩაის დასხმაც არ შემიძლია, ვერც კარს ვაღებ და აბაზანაშიც ვერ ჩავდივარ" - ამბობს ჯოტი და კიდევ უამრავი "არ შემიძლია" არსებობს მის რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს წვრილმანები აქტიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლის და ამისთვის ოჯახს უხდის მადლობას.
ჯოტი იშვიათი გენეტიკური დარღვევით დაიბადა - ახონდროპლაზიით. ეს ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიია, რის გამოც ადამიანი არ იზრდება და ჯუჯად რჩება.
ოჯახში კიდევ 5 ბავშვი იზრდება. დედა ხსენებს, რომ როცა ჯოტიზე ფეხმძიმედ იყო, გოგონა მუცელში საერთოდ არ მოძრაობდა. ექოზეც გაჭირვებით ახერხებდნენ მის დათვალიერებას. ახალშობილს კი სულ რამდენიმე საათის სიცოცხლე მისცეს. საბედნიეროდ, ჯოტიმ ექიმების მოლოდინი არ გაამართლა.
ის არამარტო ვარსკვლევურ კარიერას იშენებს, სამოქალო აქტივისტიცაა - მონაწილეობს მიტინგებში, იბრძვის მშვიდობისთვის. ასევე ძალიან უყვარს თავისი კაშკაშა სამოსით პოზირება კამერების წინ.