"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ხავ: დე­დას, ძმას, მის შვილებს... მათ მხოლოდ ჩემი ფულები უნდოდათ... ემიგ­რან­ტე­ბო ფრთხი­ლად! არ აღ­მოჩ­ნდეთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში!" - მშობლები

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ხავ: დე­დას, ძმას, მის შვილებს... მათ მხოლოდ ჩემი ფულები უნდოდათ... ემიგ­რან­ტე­ბო ფრთხი­ლად! არ აღ­მოჩ­ნდეთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში!"

2020-07-10 12:23:20+04:00

წლე­ბის წინ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, როცა პა­ტა­რა შვი­ლით მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქცა, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა ბედი ემიგ­რა­ცი­ა­ში ეცა­და. პირ­ვე­ლად იყო იტა­ლია, შემ­დეგ ამე­რი­კა, სა­დაც გერ­მა­ნელ ბა­რონ­ზე და­ქორ­წინ­და.

უდარ­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახ­ლა­ხანს, ახალ­გაზ­რდა ქალი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გა - იძუ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი დე­დი­სა და ბი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა წა­მო­ი­წყოს. ამის შე­სა­ხებ ცის­ნამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"2016 წელს ჩემს სა­კუ­თარ ბი­ძას, ჩემი გამ­ზრდე­ლი დე­დის ძმას გა­ვუგ­ზავ­ნე 30 ათა­სი დო­ლა­რი, რომ ჩემი ფული სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ნა­ხა. იცით რო­გო­რი წვა­ლე­ბით ნა­შოვ­ნი ფული? ბე­ბი­ებ­თან რომ ვმუ­შა­ობ­დი და პამ­პერ­სებს ვუც­ვლი­დი... ბოლო სამი წე­ლია ამ ფულს უკან ვი­თხოვ და აღარ მიბ­რუ­ნებს. რა აღარ ვცა­დე, ტკბი­ლი სი­ტყვა, მწა­რე სი­ტყვა, ჩხუ­ბი და არა­ფერ­მა არ გაჭ­რა. მა­მა­სა­ვით მიყ­ვარ­და, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­საც კი ვან­დობ­დი და ფულ­მა ისე და­აბრმა­ვა, ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას ხაზი აქვს გა­დას­მუ­ლი ახლა.

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ვშრო­მობ. 17 წლი­დან სა­კუ­თარ ოჯახს ვი­ნა­ხავ. ჩემი ერთი წლის შვი­ლი დავ­ტო­ვე, რომ მათ მა­გი­და­ზე საჭ­მე­ლი ჰქონ­დათ. ბევ­რჯერ სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე სა­კუ­თა­რი გამ­ზრდე­ლი დედა, რო­მე­ლიც სულ იმას მაყ­ვედ­რის რომ ჩვენ გაგ­ზარ­დეთ, ფი­ცარ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი აგიყ­ვა­ნე­თო და ასე შემ­დეგ. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტმა, პა­ტა­რა გო­გომ მუხ­ლი­ჩო­ქა დამ­ხო­ბილ­მა ვეხ­ვე­წე ინგა გრი­გო­ლი­ას რე­აქ­ცი­ა­ში გაც­ნო­ბილ მიშა მა­ჭა­ვა­რი­ანს, რომ დე­და­ჩე­მის ოპე­რა­ცი­ის ფული მთავ­რო­ბას და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. მას შემ­დეგ, მარ­ტო ეგ კი არა, სამი ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თე ჩემი თან­ხე­ბით.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ხავ: დე­დას, ძმას, ძმის პირ­ველ ცოლს, მე­ო­რეს, ახლა მე­სა­მეს, მის შვი­ლებს. ალი­მენ­ტის გა­დახ­და იყო თუ ჩემი ძმის ვა­ლე­ბი, სულ მე ვი­ყა­ვი. ბევ­რჯერ ამო­ვათ­რიე წუმ­პე­დან. პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, მე­ო­რე. რო­მე­ლი და უკე­თებს ამ­დენს თა­ვის ძმას?

ჩემი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ბი­ნე­ბი­დან წლე­ბია ფულს იღე­ბენ და კა­პი­კი არ მო­მი­თხო­ვია არას­დროს. რო­გორც თქვენ გი­ნა­ხი­ათ ის ფული, ისე მე! მე­ო­რე ცოლი წილს სთხოვ­და ჩემს ძმას და რომ და­მეც­ვა მისი სოფ­ლის სახ­ლი, რო­მე­ლიც მე გა­ვა­რე­მონ­ტე და უამ­რა­ვი ფული დავ­ხარ­ჯე, ჩემს სა­ხელ­ზე გა­და­ვა­ფორ­მე. მხო­ლოდ მისი დაც­ვის კუ­თხით. ახლა კი ამ­ბო­ბენ, ძმას ქო­ნე­ბა წა­არ­თვაო! აი, რაში მჭირ­დე­ბა?! ახალ სახ­ლს ვი­ყი­დი როცა მო­მინ­დე­ბა. მზად ვარ ხვალ­ვე გა­და­ვა­ფორ­მო მათ სა­ხელ­ზე ისევ და ყო­ფილ ცოლს შე­უძ­ლია ქო­ნე­ბა­ზე დავა გა­ნა­ახ­ლოს.

ასე­ვე დე­და­ჩემ­მა ჩა­ი­დი­ნა კრი­მი­ნა­ლი და ჩემი ოქრო, ჩემი შვი­ლის ოქრო, მო­მა­ვა­ლი, ჩემს და­უ­კი­თხა­ვად სამ სხვა­დას­ხვა ბან­კში, მე­ზო­ბე­ლი გო­გოს დახ­მა­რე­ბით ჩადო. მე­ბა­დე­ბა კი­თხვა - რა­ტომ? ნუთუ თბი­ლის­ში გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხა არ ჰყოფ­ნი­დათ? ასე რა­ტომ მო­მექ­ცა სა­კუ­თა­რი დედა? რა­ტომ მო­მა­ტყუა? ახლა როცა პა­სუხს ვთხოვ დე­და­ჩემს, აქეთ მი­კი­ვის და მე­უბ­ნე­ბა რომ გვე­ლის წი­წი­ლი გა­ვუზ­რდი­ვარ! ავ­რცე­ლებს ტყუ­ი­ლებს ჩემ­სა და ჩემი ქმრის შე­სა­ხებ და მთელ სა­ნა­თე­სა­ოს აძუ­ლებს ჩემს თავს.

აწი მათ ვუ­წყვეტ ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას და მათ­თვის ცის­ნა­მი მკვდა­რია. რო­გორც მა­მა­ჩე­მი მოკ­ვდა, ისე მოკ­ვდნენ ჩემ­თვის დე­და­ჩე­მიც და ჩემი ძმაც. ჩემი შვი­ლი მალე ჩემ­თან ჩა­მო­ვა და მა­ქეთ აღა­რა­სო­დეს გა­მო­ვი­ხე­დე­ბი! გა­ი­ხა­რეთ ჩემო მტრე­ბო, იბედ­ნი­ე­რეთ, მინ­და იცო­დეთ რომ ჩემს გამ­ზრდელ ოჯახს არას­დროს ვყვა­რე­ბი­ვარ! მათ მხო­ლოდ ჩემი ფუ­ლე­ბი უნ­დო­დათ. რო­დე­საც 2 თვის ბავ­შვით ყო­ფილ­მა ქმარ­მა მი­მა­ტო­ვა, სწო­რედ ამ ძმამ არ მი­მი­ღო სახ­ლში, გა­მობ­რუ­ნე­ბულ დას არ შე­მო­ვუშ­ვე­ბო და არც იმ ბი­ძამ შე­მი­ფა­რა.

ერ­თა­დერ­თი მა­მა­ჩემს ვუყ­ვარ­დი, უსი­ნათ­ლო კაცს და ის უკვე ცო­ცხა­ლი აღა­რაა. დე­და­ჩემს არას­დროს ვყვა­რე­ბი­ვარ. ბავ­შვო­ბა­ში თხის რძეს ყი­დუ­ლობ­და მე­ზობ­ლის­გან და მე არ მა­ს­მევ­და, მარ­ტო ჩემს ძმას ას­მევ­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მხო­ლოდ მის­თვის ემე­ტე­ბო­და, რად­გან მისი სა­კუ­თა­რი შვი­ლია. მე მხო­ლოდ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლი მან­ქა­ნა ვი­ყა­ვი. ემიგ­რან­ტე­ბო ფრთხი­ლად! არ აღ­მოჩ­ნდეთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში! მე აქ და­ვას­რუ­ლე მათ­ზე ყვე­ლა შრო­მა და ამა­გი! სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ხედ­ვაც არ მინ­და" - წერს ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ოჯა­ხის მხრი­დან სკან­და­ლურ სტა­ტუსს, ამის გა­სარ­კვე­ვად ქარ­თველ ემიგ­რანტს AMBEBI.GE ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ცის­ნა­მი, რო­გორც ვიცი, შენი შვი­ლი დე­და­შენ­თან იზ­რდე­ბა და არ გქონ­და შიში რომ ბავ­შვს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და?

- ჩემი შვი­ლი ჩემს გამ­ზრდელ დე­დას­თან და ძმას­თან აღარ არის. ბავ­შვს არას­დროს არა­ფერს ეტყოდ­ნენ, რად­გან მათ­თან იზ­რდე­ბო­და და ძა­ლი­ან უყ­ვართ. ირაკ­ლი ახლა მა­მის მშობ­ლებ­თან არის და სულ მალე ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვა. მისი სა­ბუ­თე­ბი პრო­ცეს­შია და ყვე­ლა­ფე­რი სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ირაკ­ლის მა­მაც ამე­რი­კა­შია და ერთი სული აქვს ბავ­შვი აქ რო­დის ჩა­მო­ვა.
წაიკითხეთ გაგრძელება