გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს ეროვნულ გამოცდებზე შეხვდნენ
გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს ეროვნულ გამოცდებზე შეხვდნენ

წლების წინ სხვადასხვა ოჯახში გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. ამის შესახენ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.
imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.

გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ბოლოს ის მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების - ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
13053
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარი
0
რა ბედნიერებაა რომ შეხვდნენ და არ დაკარგეს ერთმანეთი
12:36 / 08-08-2020
მირანდა
0
მადლობა ასეთი ბიჭების გამზრდელ დედებს....და ასევე მადლობა გამშვილებელ დედასაც რომ გააშვილა და არ გადაყარა სადმე....რაც ბოლო პერიდში მოხშირდა, სამწუხაროდ.
10:04 / 04-08-2020
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი