"ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა... ეს გა­ა­ტა­რა მშო­ბელ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა..." - მშობლები

"ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა... ეს გა­ა­ტა­რა მშო­ბელ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა..."

2020-07-11 15:09:11+04:00

"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია მოს­წავ­ლე ბოლო ზა­რის პე­რან­გით და მას­ზე ქურ­დუ­ლი სიმ­ბო­ლი­კით. ჟურნალისტის თქმით, ეს პერანგი გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს ეკუთვნის:

"ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია წელს, მა­ის­ში, თბი­ლის­ში. ბოლო ზარ­ზე - 17 წლის ბავ­შვი სკო­ლას ამ­თავ­რებს და პე­რანგზე რა ახა­ტია? ქურ­დუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა

ეს გა­ა­ტა­რა მშო­ბელ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა, სხვა ბავ­შვებ­მა, დი­რექ­ტორ­მა, მან­და­ტურ­მა, ყვე­ლამ. ნორ­მად მი­ი­ღეს.

ესაა არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც მცხე­თა­ში იჩხუ­ბა, შემ­დეგ კი და­გეგ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა, რო­მელ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა.

ხვდე­ბით ხომ სა­დაა პრობ­ლე­მა?"