"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, სადაც აღბეჭდილია მოსწავლე ბოლო ზარის პერანგით და მასზე ქურდული სიმბოლიკით. ჟურნალისტის თქმით, ეს პერანგი გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს ეკუთვნის:
"ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე - 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა
ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.
ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.
ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?"