ირინა სარიშვილი, რომელმაც უფროსი ბიჭები წამოზრდის შემდეგ კიდევ სამი ბავშვი აიყვანა აღსაზრდელად და მრავალშვილიანი დედაა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისა და გამოძიების საკითხს დედის პოზიციიდან ეხმიანება და შვილმკვდარი დედების შესახებ ამაღელვებელ სტატუსს წერს:
"არ ვიცი, უნდა ვწერდე თუ არა საჯაროდ იმას, რასაც ახლა წაიკითხავთ, მაგრამ მაინც ვწერ...
ეს ჩემი პირადი გვერდია და არა ოფიციალური, თან ალბათ მინდა გულზე მოვარდნილი დავწერო, ვიყვირო და ცოტათი მაინც გავთავისუფლდე.
შვილის სიკვდილის დროს რას გრძნობს დედა, ამას რომ მიხვდე, არაა აუცილებელი ეს გადატანილი გქონდეს.
ყველა დედა საკუთარ თავზე აპროექცირებს სხვისი შვილის თავს დამტყდარ უბედურებას.
მე ჩემს შვილებზე ძალიან არავინ და არაფერი არ მიყვარს და ყველაფერი აზრს დაკარგავს ჩემთვის კანონის ჩათვლით, თუ კანონმა არ მომასწრო.... მფარველებიანდამკვეთებიანმწამებლებიანმკვლელებიან – ყველას ყელს გამოვღადრავ.
მომიტანს ეს შვებას? არ ვიცი. ალბათ არა, მაგრამ ამას მე მერე მივხვდები... ვიცი, რომ ეს არასწორია მაგრამ ასეა ეს.
ამის თავიდან ასაცილებლად კანონმა უნდა დამასწროს!
კანონი კი ძალიან მარტივია – უნდა დაისაჯოს ყველა: შემსრულებელი! დამკვეთი! მფარველი!
ძირს სიკვდილის ბრიგადები გამოძახებით თავისი შემქმნელებით, დამკვეთებით და შემსრულებლებით!
ძირს! სანამ გვიან არ არის!
დედის სტატუსი"
თეკლა ჟვანია