როგორც გაირკვა ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანია, რომელიც კონსერვატორიაში აბარებს. მის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაერთიანდა, რათა ანა გამოცდებზე დაიშვას.
"აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.
მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს, აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს.
ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!" - წერს გოგონას ახლობელი მიხეილ ქურასბედიანი. მის პოსტს, ასევე მხარდამჭერი ტექსტებით უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს,