დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დედამთილ-მამამთილის ამპლუაში - ვინ გახდა მათი რძალი
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დედამთილ-მამამთილის ამპლუაში - ვინ გახდა მათი რძალი
დღის ყველაზე განხილვადი თემა ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ნიშნობაა. როგორც გაირკვა, ვარსკვლავური ოჯახის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა შვილმა საკუთარ საცოლეს ხელი სთხოვა და გოგონაც დათანხმდა. უკვე 6 თვეა, რაც მათ ურთიერთობა აქვთ. 21 წლის ბრუკლინ ბექჰემი 25 წლის ქერა ლამაზმანზე, მდიდარი მაგნატის შვილზე, ნიკოლა პელტცზე დაინიშნა.

წყვილმა კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ორი კვირის წინ ჩემს მეორე ნახევარს ცოლობა ვთხოვე და მან თქვა "დიახ". ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე, გპირდები, საუკეთესო ქმარი და მამა ვიქნები. მიყვარხარ, პატარავ."- დაწერა ბრუკლინმა
ინსტაგრამზე.

არც მისი მომავალი მეუღლე, ამერიკელი მსახიობი, დარჩენილა ვალში: "ყველაზე ბედნიერ გოგონად მაქციე მსოფლიოში. ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. შენი სიყვარული - ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მეც ხომ ასე ძლიერ მიყვარხარ."- დაწერა მან. გოგონამ ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი და გულისამაჩუყებელი კადრი ბრუკლინის უმცროსმა დამ, ჰარპერმა გადაიღო. სურათში ნიკოლას დისნეის პრინცესის ყვითელი კაბა აცვია და უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია.
mshoblebi
ბრუკლინის ნიშნობას დედამთილი ვიქტორიაც გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"ყველაზე საინტერესო ამბავი! ჩვენ, ყველას, არ შეგვიძლია ბედნიერები არ ვიყოთ იმით, რომ ბრუკლინი და ნიკოლა დაქორწინდნენ. გისურვებთ უსასრულო სიყვარულსა და ბედნიერებას.
ძალიან გვიყვარხართ." - ვიქტორიამ პოსტი დევიდის, რომეოსა და კრუიზის სახელითაც დაწერა და სიხარული გამოხატა, რომ ნიკოლა მათი ოჯახის წევრი ხდება.

როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ცნობილი ოჯახის არაერთი თაყვანისმცემელი გაახარა. ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა მალევე ორ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

6426
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
dadasha
2
დათოიაა გამოხოხებული
15:42 / 13-07-2020
s
0
რა ეჩქარება ასეთ პატარა ასაკში დაქორწინება. ისე ბედნიერებას გისურვებთ
21:40 / 12-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?