ჯონ ტრავოლტას ცოლი მკერდის სიმსივნეს ემსხვერპლა - კიდევ ერთი ტრაგედია ვარსკვლავის ოჯახში - მშობლები

ჯონ ტრავოლტას ცოლი მკერდის სიმსივნეს ემსხვერპლა - კიდევ ერთი ტრაგედია ვარსკვლავის ოჯახში

2020-07-13 07:21:14+04:00

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონ ტრა­ვოლ­ტას ცოლი, ასევე მსახიობი კელი პრეს­ტო­ნი 57 წლის ასაკ­ში მკერ­დის სიმ­სივ­ნეს ემსხვერპლა. როგორც დასავლური პრესა წერს, კელი ორი წელი ებრძოდა ვერაგ სენს და დამარცხდა.

"ძალიან მიმძიმს, რომ უნდა გაცნობოს ჩემი მშვენიერი ცოლის - კელის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიმსივნესთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა", - დაწერა ჯონმა ინსტაგრამზე.

ჯონს მძიმე განსაცდელი უდგას და ეს პირველი არ არის მისი ოჯახისთვის. 2009 წელს ეპილეფსიის შეტევის შემდეგ გარდაიცვალა წყვილის ვაჟი, 16 წლის ჯეტი. ამ ტრაგედიამ ძალიან დიდი დაღი დაასვა მათ ოჯახს.

წყვილმა 28 წელი იცხოვრა ერთად.

კელისა და ჯონს ასევე ჰყავთ ორი შვილი - 20 წლის ელა და 9 წლის ბენჯამენი.