ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.
კერძოდ, აღნიშნული წესების თანახმად, გამქირავებლებს მოუწევთ:
პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება; ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით; CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება; დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება; დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება; ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია; რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით; ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით; გამოყენებულლი თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში; მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია. განაგრძეთ კითხვა