"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა..." - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე - მშობლები

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა..." - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

2020-07-14 12:36:32+04:00

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­ტვი­ლი­დან, ოთო და­ნე­ლია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ეს დღე­ე­ბია აკა­კი წე­რეთ­ლის "გამ­ზრდე­ლი" მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ტვირ­თია. სას­ჯე­ლიც არის, როცა შენი გაზ­რდი­ლი ის არ არის, ვინც უნდა იყოს. ღმერ­თო, რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს გულ­მა, როცა შენი საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან აფ­რე­ნილ­მა მერ­ცხალ­მა სახე იც­ვა­ლა და ორბი გახ­და. კაცი მოკ­ლა. მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო. მშვი­დად დაბ­რუნ­და. და­ი­ძი­ნა. გა­იღ­ვი­ძა და... მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­გორ­ღა და­ი­ძი­ნოს?! რა ქნას? ძნე­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბა. შენი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ვე­ბი უნდა აი­კი­დო და გოლ­გო­თას გზას და­ად­გე... "გამ­ზრდე­ლი" სიბ­რძნეა და ჩვენ ვას­წავ­ლით ამ სიბ­რძნეს... უბ­რა­ლოდ, ეშ­მა­კიც იქ­ვეა, საც­თუ­რით ხელ­ში და... სულ ვამ­ბობ, გე­მუ­და­რე­ბით, ღმერ­თი შე­უშ­ვით საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და მერე შე­დით თქვენ... იქ, სა­დაც უფა­ლია, მკვლე­ლე­ბი არ იზ­რდე­ბი­ან... კა­ცად გაზ­რდაა მთა­ვა­რი!!!

რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს, ვი­ღა­ცამ ფრთე­ბი და­აჭ­რა მას­წავ­ლე­ბელს და ზუს­ტად ესაა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე! მას­წავ­ლებ­ლე­ბი მიხ­ვდე­ბი­ან, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ! ხო, მარ­თლა, ბავ­შვებს მხო­ლოდ უფ­ლე­ბე­ბი არა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ!!!

გი­ორ­გი, გვა­პა­ტიე!", - წერს პე­და­გო­გი. განაგრძეთ კითხვა