როგორც ცნობილია, ქეთა თოფურია ბოლო პერიოდში რუს გავლენიან ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად არის. წყვილი უკვე ხშირად ავრცელებს ერთობლივ ფოტოებს.
გულშემატკივრებს ეჭვიც კი ჰქონდათ, რომ ქეთა ორსულადაა, რადგან რამდენჯერმე საკმაოდ თავისუფალი სამოსით გადაღებული ფოტოები გაავრცელა. თუმცა ჯერჯერობით ეს ეჭვი არ გამართლდა.
სულ ახლახან კი ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ერთი შეხედვით ნიშნობის ბეჭედი უკეთია. რუსულ პრესაში წერენ, რომ სავარაუდოდ, დენგოვი ქეთაზე დაინიშნა. ასევე ფიქრობენ ქეთას თაყვანისმცემლები და ინსტაგრამზე უკვე ულოცავენ კიდეც.
თავად ქეთა არანაირ კომენტარს არ აკეთებს ამ თემაზე.
ქეთას რჩეულზე დაწვრილებით იხილეთ აქ: