"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა - მშობლები

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

2020-07-15 08:20:02+04:00

15 წლის ლუკა სი­რა­ძის დე­დამ, ელი­კო ჩხი­ტუ­ნი­ძემ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა ტრა­გე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც მის ოჯახს 7 თვის წინ და­ა­ტყდა თავს. დე­დის თქმით, მის არას­რულ­წლო­ვან შვილ­ზე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არამ­ხო­ლოდ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­მა, არა­მედ სხვა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც იძა­ლა­დეს.

ჩხი­ტუ­ნი­ძე და­კი­თხვის დღეს და იმ გან­წყო­ბას იხ­სე­ნებს, რაც მას და მის შვილს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დახ­ვდათ:

"პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­მი­რე­კეს, მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი შვი­ლი და მო­დით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ჯერ რომ მე მო­ვი­დე და მერე ბავ­შვი-მეთ­ქი? შენ რაში მჭირ­დე­ბი, იკი­თხე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და მოდი ჩემ­თა­ნო. 5 სა­ა­თი სრულ­დე­ბო­და, რომ შე­ვე­დით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

იცით რაზე ხართ და­ბა­რე­ბუ­ლი, არც შენ არ იცი ვაჟ­ბა­ტო­ნოო? არც მე არ ვი­ციო ლუ­კამ. არ იცი კედ­ლე­ბი ვინ მო­ხა­ტა, ჟურ­ნა­ლი ვინ გა­ა­ფუ­ჭა? მე ვი­დეო მა­სა­ლა მაქვს, სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ შენ გა­ა­ფუ­ჭე, მოს­წავ­ლე­ებ­მაც შენ და­გა­სა­ხე­ლე­სო. არ გა­მი­ფუ­ჭე­ბია, მე არა­ვის და­უ­ნა­ხი­ვარ და რო­გორ იტყვი­ა­ნო. მე მყავს მოწ­მე­ე­ბიო, აღი­ა­რეო ახლა, რომ გე­უბ­ნე­ბი, ლუ­კამ შენ გინ­და რომ ეს საქ­მე მე და­მაბ­რა­ლოო. ისე ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩო­ლო­ი­ა­ნი - კი­სერს მო­გიგ­რეხ, შე­ნის­თა­ნე­ბის­თვის მო­მიგ­რე­ხია კი­სე­რი, იწ­ვევ­და ძა­ლი­ან, გაბ­რაზ­და ლუკა.

მე ჩემი შვი­ლის გაბ­რა­ზე­ბა ვერ მო­ვით­მი­ნე და ვეხ­ვე­წე­ბო­დი: და­წყნარ­დი დედა, თუ შენი და­წე­რი­ლია, და­წე­რე აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა-მეთ­ქი. ცდი­ლობ­და მა­რი­ა­ნა რომ ბავ­შვი გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა, მო­ა­ხერ­ხა კი­დე­ვაც - ბავ­შვი ჭკუ­ა­ზე აღარ იყო. შენი საქ­ცი­ე­ლით, შენი გა­და­ხოტ­რი­ლი თა­ვით, კა­პი­შო­ნით, ზუს­ტად შენ ხარ გამ­კე­თე­ბე­ლიო. შენ იცი სად გიკ­რავ თავს? სა­დაც სა­ჭი­როა და იქ მოგ­ხე­და­ვე­ნო.

შენ ძმას იცი რას უზა­მე­ნო (გორ­ში სწავ­ლობს ბექა, სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში) გა­მო­აგ­დე­ბენ, საქ­მეს გა­უ­ფუ­ჭე­ბენ, ვერ­სად ვე­ღარ იმუ­შა­ვებს. ამა­ზე ბავ­შვი სულ გა­გიჟ­და ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობ­და", - ყვე­ბა ლუკა სი­რა­ძის დედა.

დე­დის თქმით, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი მო­ზარდს აშან­ტა­ჟებ­და, რათა მის­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

"შენი ტე­ლე­ფო­ნით მი­მო­წე­რა მაქვს, რომ მე­გო­ბარს წერ - „არ გა­ამ­ხი­ლო მე რომ გა­ვა­ფუ­ჭე, თორე თავს მო­გაჭ­რიო“. ლუ­კამ უარ­ყო. შან­ტა­ჟი იყო, არა მარ­ტო მა­რი­ა­ნას­გან, არა­მედ იქ მყო­ფი 4-5 პი­როვ­ნე­ბის­გან. ვინც გა­ივ­ლი­და, ყვე­ლა ეუბ­ნე­ბო­და, ჩა­ა­ლა­გოს შენ­მა ძმამ ჩე­მო­და­ნი, უკვე დროა, იქი­დან გა­მო­აგ­დე­ბე­ნო. საქ­მე გა­უ­ფუჭ­დე­ბა, ვერ­სად ვერ იმუ­შა­ვებს. შე სა­ცო­დაო, რა იცი რა მო­ე­ლის შენ გამო შენს ძმა­სო.

გა­ვი­დო­და მა­რი­ა­ნა, მი­თი­თე­ბას აი­ღებ­და - მოწ­მე­ე­ბი მყავ­სო და მო­ვიდ­ნენ "მწვა­ნე სკო­ლის" მე­გობ­რე­ბი. ამ შან­ტა­ჟის მერე, ჩვენ­თან ერ­თად და­ა­ჯი­ნა დედა-შვი­ლი და ეუბ­ნე­ბა ამ ბავ­შვს - შენ ხომ თქვი, რომ ლუ­კამ და­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რიო? არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ვი­ტყო­დიო... ეს ბავ­შვი გახ­და ისე ცუ­დად, სულ კან­კა­ლებ­და, ადგა დე­და­მი­სი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბიო, ამას რომ რამე და­ე­მარ­თოს, მერე რა უნდა ვქნაო და მა­რი­ა­ნამ, ქალ­ბა­ტო­ნო დაბ­რძან­დი, თო­რემ შენ გა­რეთ გა­გაბ­რძა­ნე­ბენ, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან ვინ­მეს მო­ვიყ­ვანთ და მა­ინც და­ი­კი­თხე­ბა ეს ბავ­შვიო. განაგრძეთ კითხვა