რომელი ბოსტნეული გავასინჯოთ პატარას პირველად და როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ბოსტნეულის წვნიანზე უარს ამბობს
რომელი ბოსტნეული გავასინჯოთ პატარას პირველად და როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ბოსტნეულის წვნიანზე უარს ამბობს

დამატებითი კვების დაწყება წლამდე ასაკის ბავშვისთვის ერთ–ერთი გადამწყვეტი მომენტია. როგორ შეეგუება პატარა დამატებით საკვებს? რითი დავიწყოთ დამატებითი კვება? რა ფორმით მივცეთ დამატებითი საკვები? ამ დროს აღნიშნული კითხვები ძალიან აქტუალურია და ამავდროულად გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭება იმ საკითხში, თუ როგორი კვების რეჟიმი ჩამოუყალიბდება პატარას და როგორი რაციონი ექნება მას, რამდენად ძლიერი იქნება მისი ორგანიზმი, მისი იმუნური სისტემა.
არაერთი სამედიცინო კვლევით არის დადასტურებული, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიცემა, მას ჯანსაღ კვებით ჩვევებს უვითარებს. თუმცა აქ საუბ
არი მხოლოდ კვებით ჩვევებზე არ არის, ამ შემთხვევაში ბოსტნეულის საჭირო რაოდენობით მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პატარების ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესშიც.
მყარ საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და გარკვეული შუალედებით. თითოეული ახალი ბოსტნეულის გასინჯვის შემდეგ უნდა გავაკეთოთ 3 დღიანი შუალედი, რომ პატარას ორგანიზმი კარგად შეეგუოს მას და მონელება არ გაუჭირდეს ან ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს.
ბოსტნეულის ყველა სახეობა სასრგებლო და ბავშვის რაციონისთვის აუცილებელია. თუმცა ვისაუბროთ 3 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის შესახებ, რომელიც პირველ რიგში უნდა გაასინჯოთ პატარას:
mshoblebi
გოგრა – თავისი საინტერესო არომატით გოგრა პატარების კვების რაციონს ძალიან ახალისებს. ამავდროულად, ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა, რადგან შეიცავს: კალცს, მაგნიუმს, რკინას, შაქარს,
C, B, PP, B2 ვიტამინებს, ცილებს, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს. ამიტომ მას ხშირად რეკომენდაციას უწევენ ხორცთან ერთად მისაღებად.
კარტოფილი – ეს ერთ–ერთი ყველაზე უწყინარი ბოსტნეულია. ამიტომ ბავშვის კვებაში მყარი საკვების დამატების დროს პირველ ბოსტნეულად ხშირად ირჩევენ კარტოფილს. ის ნახშირწყლების წყაროა, ამავდროულად კი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.
ყაბაყი – ეს არის ძალიან სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მის შემადგებლობაში შედის მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ტიტანი, ლითიუმი, მოლიბდენი, თუთია, პროვიტამინ А (კაროტინი), ნიკოტინმჟავა, В1, В2 და С ვიტამინები.
ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პატარა მის ჭამაზე უარს ამბობს? ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს. ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა სადილის ურძეო ფაფა ბოსტნეულით HEINZ. ის სპეციალურად შეიქმნა ბავშვებისთვის, რომლებიც ჭირვეულობენ და არ ჭამენ ბოსტნეულის წვნიანებს. ბავშვთა კვებაში პრემიუმ კლასის ბრენდის Heinz ეს პროდუქტიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არ შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს.
mshoblebi
თავისი სასიამოვნო და ამავდროულად ნეიტრალური გემოსა და პატარებისთვის მისაღები კონსისტენციის გამო ურძეო ფაფა ბოსტნეულით Heinz - პატარების საყვარელი სადილი ხდება. 100%–ით ნატურალური მარცვლეულის ფაფა ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო ბოსტნეულით – ყაბაყითა და გოგრითაა დამზადებული და ის შეგიძლიათ მისცეთ 5 თვიდან პატარებს. არ შეიცავს რძეს და შესაბამისად, მას შეგიძლიათ თავისუფლად შეურიოთ გატარებული ან დაბლენდერებული ხორცი ან თევზი. ასე თქვენი პატარას სადილი ორმაგად სასარგებლო გახდება. ამავდროულად, ფაფის შემადგენლობაში შედის პრებიოტიკი, რაც ხელს უწყობს მის კომფოტულ მონელებას. Heinz ფაფა ბოსტნეულით შეიცავს 12 ვიტამინს და 4 მინერალს, რომელიც საჭიროა ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული პროდუქტი პატარებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო: მის შემადგენლობაში შემავალი ბოსტნეულით ბავშვების კვების რაციონი მრავალფეროვანი ხდება და ამავდროულად, უბრალოდ ბოსტნეულისგან განსახვავებით, ის არაერთ დამატებით ვიტამინსა და მინერალს შეიცავს.
ბავშვებისთვის ბოსტნეულის მიჩვევის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა მათგან ჯანსაღი ჩიფსის გაკეთება. თქვენთვის სასურველი ბოსტეული დაჭერით, კარგად გააშრეთ და ცხიმწასმულ ზედაპირზე მოთავსებული ღუმელში გამოაცხვეთ. ასე თქვენი პატარები მეტი ხალისითი მიირთმევენ ხრაშუნა საკვებს, თუმცა ეს უკვე მოზრდილ ბავშვებს, დაახლოებით 1 წლის ასაკიდან შეიძლება მისცეთ. პატარებისთვის კი 4–6 თვიდან უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის ფაფებს.

3282
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?