"ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სანაპიროზე იჯდა... ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა" - მშობლები

"ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სანაპიროზე იჯდა... ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა"

2020-07-16 10:15:59+04:00

ბათუმში, ზღვაში მოზარდს ეძებენ. როგორც გავარკვიეთ 14 წლის ბიჭი, მეგობრებთან ერთად, გამთენიისას, დლის 6 საათზე, ზღვის ნაპირზე გავიდა. ისინი სანაპიროზე ისხდნენ და წყალში საცურაოდ არ შესულან.

"როგორ ამბობენ, მათგან ერთ-ერთი უფრო ახლოს იყო წყალთან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა წითელი ლენტია გაბმული (იხილეთ მთავარი ფოტო - ნ.წ.), რა დროსაც დიდმა ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სამწუხაროდ, ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა. სხვებმა რატომ ვერ შეძლეს დახმარება, არ

ვიცი, ისიც თქვეს, რომ არ არის გამორიცხული ალკოჰოლის ან რაიმე სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ... თუმცა დანამდვილებით არავინ არაფერი იცის.
განაგრძეთ კითხვა