ერთ პატარა 8 წლის გოგონას დაბადების დღეზე მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - ქალთევზას ფოტოსესია... უფრო სწორად, ქალთევზას ფოტოსესია მამასთან ერთად. მამიკომ ბევრი არ ახვეწნინა და ეს სურვილი აუსრულა.
დღეს თანამედროვე მამებისგან აღარავის უკვირს ბავშვისთვის საფენების გამოცვლა ან საათობით სეირნობა. თანდათან მამები წინ მიდიან და მეტს და მეტს აკეთებენ საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის. ასეთი მამები ნამდვილად იმსახურებენ წახალისებას.
ეს ფოტოები ერთ ამერიკელ ფოტოგრაფს ეკუთვნის, რომელიც მამამ ქალიშვილის დაბადების დღისთვის დაიქირავა.
"პატივი მქონდა 8 წლის გოგონასთვის ქალთევზას ფოტოსესია გადამეღო. მთავარი, რაც პატარას სურდა, მამასაც მიეღო მონაწილეობა ამ მხიარულებაში. რაც მართალია, მართალია - მამამ ნამდვილად გაუმართლა მოლოდინი" - წერს ფოტოგრაფი დეზირაე დეილი სოციალურ ქსელში.