როგორც ცნობილია, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ოჯახთან ერთად დუშეთის აგარაკზე ცხოვრობს და შვილებს ზრდის. თემო, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როდესაც მამამისი პრეზიდენტი იყო, წელს 5 წლის გახდა. პატარა თომა კი 2 წლისაა.
ბავშვები დუშეთში ატარებენ ზაფხულის დღეებსაც და სხვადასხვანაირად ერთობიან, ერთადაც მშვენივრად თამაშობენ.