ქალი ბავშვებს ძუძუთი მანამდე კვებავდა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო და სანამ ეს პრობლემა არ გახდა არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვის.
ბრიტანელმა ბლოგერმა სოფი მეი ლანმა საზოგადოება ჯერ კიდევ 2017 წელს აღაშფოთა. მან შოუში "This Morning" განაცხადა, რომ ქალიშვილებს ძუძუთი კვებავდა. თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ უფროსი გოგონა, ჟასმინი, იმ დროს უკვე 5 წლის იყო.
სოფიმ თქვა, რომ ჟასმინი და ორი წლის არიანა განსაკუთრებით ღამით იკვებებოდნენ დედის რძით და ზოგჯერ ერთსა და იმავე დროს უჩნდებოდათ ჭამის სურვილი.
სოფის ქმარი მაშინვე ეწინააღმდეგებოდა ამ ახირებას და ამბობდა, რომ გოგონებს ამ რიტუალის გარეშეც კარგად შეეძლოთ ყოფნა და დაძინება, მაგრამ თავად ქალი იყო წინააღმდეგი.
ორ წელიწადში ქმარმა სოფი მიატოვა. მან ვეღარ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც საზოგადოების მხრიდან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ წამოვიდა.
მხოლოდ ერთი წლის წინ შეწყვიტასოფიმ ქალიშვილების ძუძუთი გამოკვება. სწორედ მაშინ, როდესაც მეუღლემ მიატოვა. მას ახლაც განიხილავენ და კიცხავენ, ბავშვებზე ძალადობაშიც კი ადანაშაულებენ, თუმცა ფიქრობს, რომ არასწორი არაფერი გაუკეთებია და კვლავ იცავს საკუთარ პოზიციას.
"უხერხულობა ვიგრძენი, როდესაც გოგონები გაიზარდნენ, მაგრამ ჩემი პრობლემა არ არის, თუ საზოგადოება ძუძუთი კვებას სექსუალურ ქმედებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ ეს არანაორმალურია. სხვა დედებსაც ვურჩევ ამის გაკეთებას, ვიდრე გრძნობენ, რომ ეს კარგია მათთვის და მათი შვილებისთვის" - ამბობს სოფი.
ის ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანისგან მოისმინა ნეგატიური კომენტარი. ხალხი ცდილობდა, გაეგო რა იყო ეს. "ძალიან ბევრი კვლევა წავიკითხე ძუძუთი კვების შესახებ და აღმოჩნდა, რომ ქალმა ძუძუთი კვება მაშინ კი არ უნდა შეწყვიტოს, როცა ბავშვები პატარები არიან, არამედ მაშინ, როცა სარძევე კბილი უკანა, ძირითადი კბილებისგან შეიცვლება", - ამბობს სოფი და ჯიუტად იცავს თავის პოზიციას.