"როცა მეორედ იწყებ სიცოცხლეს... მე 43 წლის ვარ და ვიწყებ" - წერს მაია ასათიანი თავის ინსტაგრამგვერდზე. მას ბევრი გულშემატკივარი ამხნევებს იქვე, რომ ნამდვილად ასე უნდა იყოს და ასევე ქათინაურებს უძღვნიან, რომ 43 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება, რაზეც მისი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებიც მეტყველებს.
ორიოდ დღის წინ მაიამ გარდაცვლილი ქალიშვილის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" - "დედასი" - მიაწერა ფოტოს.