მომღერალი თიკა მახალდიანი გადაცემა "პროფილში" იმ საბედისწერო შემთხვევის დეტალებზე საუბრობს, რამაც დედამისი იმსხვერპლა. აღდგომა დღეს თიკას დედა, მამა, ძმა და დედის ღრმად მოხუცებული დედა სახლში იმყოფებოდნენ. თიკას დედა ტელევიზორს უყურებდა, როცა ბინაში ბრმა ტყვია შემოვარდა და ქალბატონს მოხვდა.
როგორც თიკა ამბობს, ტელევიზორის წინ მჯდომარე ქალს ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი, რამაც, პრაქტიკულად, ადგილზე გარდაცვალება გამოიწვია. ქალბატონი მოხუცი დედის თვალწინ დაიღუპა.
კითხვაზე, იცის თუ არა, ვინ არის დამნაშავე, ვის ნასროლ ტყვიასაც შეეწირა დედამისი, თიკა ამბობს, რომ არ იცის და არც ინტერესდება.