2020 წლის ზაფხული ბავშვებისთვის უჩვეულოა, რადგან გართობისა და დროის მხიარულად გატარების საშუალებები შეეზღუდათ მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ მშობლებს განსაკუთრებული საზრუნავი გაუჩნდათ, თუ როგორ გაამხიარულონ პატარები. ის ხერხები და მეთოდები, რაც აქამდე ყოველთვის ამართლებდა ბაღისა და სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის, რომლებმაც მთელი გაზაფხულიც სახლში გაატარეს საინტერესო თითქოს აღარ არის. ამ დროს პირველი, რაც ყველა მშობელს ახსენდება, სამაგიდო, სხვადასხვა ტიპის თამაშები და წიგნებია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისევ აქტუალურია, მაგრამ როგორც მშობლები ამბობენ, ახლა ბავშვების ინტერესის სფერო უფრო სწრაფად იცვლება და უჭირთ ამ ტემპს ფეხი აუწყონ, მოიფიქრონ ახალი გზები და მეთოდები მათ დასაინტერესებლად და გასართობად.
სწორედ ამიტომ ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ ყოველდღიურად მუშაობს ისეთი ნივთების შექმნაზე, რომელიც ბავშვების ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ ხალისს შემოიტანს და მშობლებს საზრუნავს გაუმარტივებს. „მატალანი“ წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც თქვენი პატარების ყოველდღიურ ცხოვრებას ნამდვილ დღესასწაულად აქცევს და მათი გართობისა და შემეცნების ახალ წყაროდ იქცევა.
მათი შეძენა კი საბურთალოს „სითი მოლში“ შეგიძლიათ.
წარმოგიდგენიათ თქვენი შვილის სასიამოვნოდ გაოცებული სახე, როდესაც შხაპუნა წვიმის დროს მის საწვიმარზე არსებული საყვარელი „უნიქორნები“ ფერს შეიცვლიან და თეთრიდან ნელ-ნელა ფერად, იასამნისფერ ფიგურად გადაიქცევიან, გაშრობის შემდეგ კი ისევ გათეთრდებიან?
ყველა გოგო ოცნებობს პრინცესობაზე. არიელი კი მათი ერთ–ერთი საყვარელი პრინცესაა. ქალთევზას ჩანთითა და ქუდით მათთვის პიკნიკზე წასვლაც ორმაგად სასიამოვნო იქნება და ზღვის სანაპიროზე სეირნობაც.
თუ თქვენს შვილს ჭამა არ უყვარს და ჭირვეულობს ამ ლამაზი აქსესუარებით ნამდვილად შეძლებთ, რომ ჭამის პროცესი შეაყვაროთ. ლანჩის ჩანთა და ასევე განსაკუთრებული თეფში და ჭიქა სადილისთვის როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის თქვენს შვილს დღესასწაულის მოწყობაში დაეხმარება.
„ბეიბი შარქ დუ რუ რუ...“ – ამ სიმღერაზე რას ფიქრობთ? აღიარეთ, რომ თქვენს პატარას განსაკუთრებულად უყვარს. ახლა კი წარმოიდგინეთ მათი ბედნიერი სახეები როდესაც ფუმფულა „ბეიბი შარქ“ ეყოლებათ.
დინოზავრები პატარების საყვარელი ცხოველები არიან. თითქმის ყველა ბავშვს აქვს დინოზავრიანი ერთი ტანსაცმელი ან სათამაშო მაინც. მაგრამ დინოზავრი, რომელსაც მუცელში საჭმელი აქვს? ასეთი ორიგინალური ტანსაცმლით თქვენი შვილის გახარებას ნამდვილად შეძლებთ.
სუპერმენი თუ ბეტმენი? პეპა გოჭი თუ ჰელოუ კიწი? ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი გმირი და ტანსაცმელი მათი პრინტით ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია.
რა უყვართ გოგონებზე ბრჭყვიალებზე მეტად? სწორედ ამიტომ აჩუქეთ მათ ბრჭყვიალებიანი მაისურები, კედები, სათვალე და სხვა ნებისმიერი აქსესუარი.