ხატია სიჭინავამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მსგავს სიტუაციაში ბევრი აღმოჩენილა და ბევრის შემთხვევაში სულაც არ ყოფილა "ცრუ განგაში". ეს ამბავი სინამდვილეში სელმა ჰაიეკს შეემთხვა ქმართან:
"მოულოდნელად ქმრის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა. ინსტიქტურად დავხედე და დავინახე მესიჯი: привет. не хочешь попроктиковатся в англиском языке." ხოლო თავზე ეწერა Елена. გულში გავიფიქრე, რომ ვენდობი და არაფერს არ ვიტყვი და ესეც გავაკეთე. საღამოს ვახშამზე მთელი დღის შეკავებული ცხოველის ხმა ამოვუშვი:
- ვინ ჯანდაბაა ელენა? და რატომ უნდა გამეცადინოს ინგლისურში?!
- ვიზე მეკითხები? ელზაზე? - გაკვირვებით მკითხა ქმარმა.
- რა მნიშვნელობა აქვს - ელენა, ელზა! ერთი და იგივეა, - გაავებული მივახტი...
ჰოდა აღმოჩნდა, რომ "ელზა" პროგრამაა ინგლისურის ონლაინ შესწავლის". სელმა ჰაიეკი.
რაც შეეხება ხატიას ქმარს, რამაზ ნოზაძეს, ის მთლიანად შვილების აღზრდაშია ჩართული:
"სანამ მე პატარაზე ვარ მიმაგრებული, ნანო (ჩემი ქმარი) მთლიანად გოგოებზე გადაერთო. ჩემი როლიც თავის თავზე აიღო. დასეირნობენ ტყეში, ატარებს როლიკებით ტრასებზე, უყვება ტყის ბინადრებზე ათას ტყუილ-მართალს, საღამოს ერთად უყურებენ "რემბო" 1,2,3,4-ს, წუწაობენ და მოკლედ ძალიან მხიარულად ატარებენ დროს. მაგრამ ბოლო აკორდი იყო, ღამით მომადგა ოლი, "ადეალა" მინდაო. მეც დაუფიქრებლად მივეცი. ცოტა ხანში ეზოში გავდივარ და გამიკვირდა, რომ ბნელა. ვანთებ შუქს და მესმის 4 ხმა: ჩააქრე, ვარსკვლავებს ვუყურებთო. გაუშლიათ "ადეალა" ეზოში, წამოკოტრიალებულან მამა და შვილები და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ მოლოდინში, როდის მოწყდება ვარსკვლავი. მაშინ მივხვდი, ბედნიერების ღიმილი როგორი იყო თუმცა იმასაც მივხვდი, ჩემი გოგოების მომავალ შეყვარებულებს, ვარსკვლავებიანი ცის პრივატიზაცია ჩამოართვა მამამ".