"ლიტერატურული გაჩერება" თელავსა და ყვარელში დასრულდა
"ლიტერატურული გაჩერება" თელავსა და ყვარელში დასრულდა
გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის #ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი­გა­ჩე­რე­ბა ყვა­რელ­სა და თე­ლავს ეს­ტუმ­რა. იყო წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­და, მკი­თხველს დახ­ვდა სხვა­დას­ხვა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა: სა­ბავ­შვო, მხატ­ვრუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რა ლურ­ჯი ოკე­ა­ნის სე­რი­ი­დან, ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის ახა­ლი წიგ­ნე­ბი.

ასე­ვე, ყვა­რე­ლი და თე­ლა­ვი პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას“ მას­პინ­ძლობ­და. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­და­ეც­ვა­ლა. თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბის, ძვე­ლი წიგ­ნე­ბის, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ მათ ად­გილ­ზე ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვდათ.

25 ივ­ლისს, სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე კი თე­ლა­ვის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ ქარ­თველ მწერ­ლებს მას­პინ­ძლობ­და: ტო­რე­სა მოსი,
თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი, ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი თე­ლა­ველ მკი­თხველს შეხ­ვდნენ. მათ ინ­ტე­რაქ­ცი­ულ წიგ­ნი "ფე­ნიქ­სი" წა­რად­გი­ნეს. ეს სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნია, რომ­ლის ანა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს და ერ­თგვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტია.
mshoblebi

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით იყო “პა­ლიტ­რა L” თე­ლავ­ში ჩა­მო­სუ­ლი. ეს გა­მომ­ცე­ლო­ბა ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია და ცდი­ლობს სულ შე­მო­ი­ტა­ნოს კრე­ა­ტი­ვი. მინ­და ვთქვა, რომ თე­ლა­ვის თე­ატ­რის წინ 2 დღე ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო , მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და ცვლიდ­ნენ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მა­კუ­ლა­ტუ­რას. ყი­დუ­ლობ­დნენ ახალ წიგ­ნებს ფას­დაკ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და იმე­დია, რომ მუდ­მი­ვად ჩა­ტარ­დე­ბა", - ფიქ­რია ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი.

"3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხეთ­ში აქ­ტი­ვო­ბამ ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გვი­ხა­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გვე­ლო­დე­ბო­და და ვფიქ­რობთ , მო­ლო­დი­ნე­ბიც
გა­ვუ­მარ­თლეთ. ვფიქ­რობთ, ტრა­დი­ცი­უ­ლი სახე მივ­ცეთ ჩვენს ამ ტურს და ყო­ველ წელს ჩა­ვი­დეთ კა­ხეთ­ში და და­ვი­მა­ტოთ სხვა ქა­ლა­ქე­ბიც, რად­გან ყვე­ლა ითხოვ­და გა­მე­ო­რე­ბით ტურს და ჩვენ მათ დავ­პირ­დით.

ჩვე­ნი შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა სა­ჩხე­რე, რაჭა, ზუგ­დი­დი და მეს­ტი­აა. იმე­დია იქაც ასე გვე­ლო­დე­ბა ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი“. - მარ­კე­ტინ­გის ხელ­ძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გინ­და აღ­მო­ა­ჩი­ნო ახა­ლი წიგ­ნე­ბი და შე­ი­ძი­ნო დიდი ფას­დაკ­ლე­ბით, იმოგ­ზა­უ­რო და და­ეს­წრო სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გაც­ვა­ლო უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და მო­უფრ­თხილ­დე გა­რე­მოს, მა­შინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა მო­დის შენ­თან!

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს.

149
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?