29-30-31 ივლისს "ლიტერატურული გაჩერება" საჩხერესა და რაჭას ესტუმრება
29-30-31 ივლისს "ლიტერატურული გაჩერება" საჩხერესა და რაჭას ესტუმრება
#ლიტერატურულიგაჩერება აგრძელებს მოგზაურობას და ამჯერას საჩხერასა და რაჭას სტუმრობს. თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლი-ტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება მოდის შენთან!

29 ივლისს, ლიტერატურული გაჩერება საჩხერეს ეწვევა. გამოფენა-გაყიდვა -50%-იანი ფასდაკლებით გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. (თავისუფლების ქუჩა #1).

30 ივლისს ჩვენი ზაფხულის თავგადასავალი ულამაზეს რაჭაში გაგრძელდება, გამოფენა-გაყიდვა ონის ცენტრში გაიმართება. 31 ივლისს კი გამოფენა-გაყიდვას ამბროლაური უმასპინძლებს (მაგრელიოს სკვერში, კულტურის
ცენტრის მიმდებარედ).

„დაიწყო ჩვენი ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი და კახეთს ვესტუმრეთ, ძალიან წარმატებით ჩაიარა. ეხლა მოუთმენლად ველით საჩხერესა და რაჭაში ჩვენს ერთგულ მკითხველებთან შეხვედრას, იმედია გავახარებთ მრავალფეროვანი ლიტერატურითა და სიახლეებით“, - ანანო თავხელიძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.

101
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?