"იმედი მაქვს, სწორად გაიგებს მაყურებელი" - სად წავიდა სინამდვილეში "ნინა" - მშობლები

"იმედი მაქვს, სწორად გაიგებს მაყურებელი" - სად წავიდა სინამდვილეში "ნინა"

2020-07-28 12:10:47+04:00

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი ეპიზოდის ბოლო სერია საკმაოდ სკანდალური გამოდგა. მთავარი გმირი ნინა, რომლის როლსაც ანა ტყებუჩავა ასრულებს, განხილვის ობიექტად იქცა მისი საქციელის გამო. 5 შვილის დედამ და ონკოპაციენტმა ნინამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ოჯახი, მეგობრები და უცხო ქვეყანაში გამგზვრებულიყო სასწაულმოქმედი ლერწმის წვენის დასალევად. ვიდეოზარით გამოუცხადა ყველას

სეზონის ბოლო სერია.ამ გადაწყვეტილების შესახებ და ამცნო, რომ დაიღალა ყველაფრით და ყველასგან და ასე ამჯობინებს, დაელოდოს სიკვდილს ან გამოჯანმრთელდეს, მათგან შორს.

რა თქმა უნდა, დიდი განხილვები მოჰყვა ამ ამბავს. უმრავლესობა აკრიტიკებდა ნინას, ბევრი სერიალის შემქმნელებსაც სდებდა ბრალს არასწორი მესიჯების გამო.

თავად ანა ტყებუჩავა წინასწარ გრძნობდა მოსალოდნელ აჟიოტაჟს და ბოლო სერიის ეკრანებზე გამოსვლამდე დაწერა პოსტი:

"მე ძალიან ვნერვიულობ. იმედი მაქვს სწორად გაიგებს მაყურებელი იმ ამბებს, რაც მოხდება და იმედი მაქვს, ცოტა მაინც შევძელი იმ გზავნილის მიტანა, რაც მინდოდა".

mshoblebi

საბოლოოდ ეპიზოდი დასრულდა, მსახიობებს კუთვნილი დასვენება ერგოთ და ანა ქმარ-შვილთან და მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდა დასასვენებლად.

mshoblebi

alt"ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე, ვწუხვარ, რომ “პასუხისმგებლობა” არანაირ კონტექსტში არ გაგაჩნიათ" - გამოხმაურება "ჩცდ"-ს სკანდალურ ეპიზოდზე