ცილა უამრავი პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს - რა არის გლუტენის აუტანლობა?
ცილა უამრავი პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს - რა არის გლუტენის აუტანლობა?
ალბათ გსმენიათ „გლუტენის აუტანლობის“ შესახებ - ადამიანებს, რომელთაც ეს პრობლემა აქვთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში კვების განსხვავებული რაციონი სჭირდებათ. მაინც რას გულისხმობს ეს პრობლემა?
გლუტენი არის მცენარეული წარმოშობის ცილა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ქერქში შედის. გვხვდება ხორბალში, ჭვავში, ქერში, შვრიასა და ფეტვში. გლუტენი მოქმედებს როგორც წებო და ეხმარება საკვებს ფორმის ჩამოყალიბება-შენარჩუნებაში. მისი არსებობა განაპირობებს ცომის ელასტიურობას, რაც უფრო მეტია გლუტენის შემცველობა ბურღულში, მით უფრო ელასტიური და მკვრივი იქნება ცომი. ზოგიერთ ადამიანს (დაახლოებით ასიდან ერთს) აქვს გლუტენის აუტანლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ
ვერ ინელებს მას.

რა არის ცელიაკია?

ეს არის სერიოზული ავტოიმუნური, გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც გლუტენის მიღება იწვევს წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანებას.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ცელიაკიით დაავადებული მოსახლეობის რაოდენობა არცერთ ქვეყანაში არ აღემატება მთლიანი მოსახლეობის 1%-ს, თუმცა, გლუტენზე გარკვეული ალერგიული რეაქცია არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა დღევანდელ რეალობაში.
ის იწყება ანთებითი პროცესით, ორგანიზმი გლუტენის ცილას აღიქვამს “უცხოდ’’, იწყებს ჭარბი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას და მასთან ბრძოლას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ებრძვის ცილას, რომელსაც ვერ ინელებს და
ამასობაში ზიანდება ნაწლავის გარსი.

როგორ ვლინდება ცელიაკია?

ცელიაკიის ტიპური სიმპტომები არ არსებობს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს აქვს ზოგადი გამოვლინებები. ამ დაავადებაზე საჭიროა გამოკვლევა, როცა აღინიშნება:

  • ქრონიკული ან ხშირი დიარეა
  • მუცლის ტკივილი
  • მუცლის შებერილობა, აირების ჭარბი დაგროვება
  • პერიოდულად გულისრევა ან ღებინება
  • ბავშვვებში ზრდის და ფიზიკური განვითარების შეფერხება
  • სხეულის მასის კარგვა
  • ზოგადი სისუსტე
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • რკინადეფიციტური ანემია
  • ავიტამინოზი

არის შემთხვევები, როცა ცელიაკიით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები საერთოდ არ აქვთ გამოხატული, ზოგჯერ კი დაავადების გამოვლინება მოგვაგონებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კუჭის წყლულს, კრონის დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას ან ანემიას. შესაძლოა, დაავადებამ ისეთი ნიშნებითაც იჩინოს თავი, როგორებიცაა:

  • გაღიზიანებადობა ან დეპრესია
  • სახსრების ტკივილი, სპონტანური მოტეხილობები
  • კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი
  • კანის გამონაყარი
  • პირის ღრუს დაზიანება
  • კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი)
  • ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის გამოვლინებაა

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს აქვს გლუტენის აუტანლობა?

ბავშვი, რომელსაც აქვს გლუტენის აუტანლობა, შეიძლება სხვა ბავშვების მსგავსად არ გაიზარდოს სიმაღლეში და არ მოიმატოს წონაში, რადგან მისი ორგანიზმი ვერ ითვისებს საჭირო ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს. ამასთან, პრობლემები შეიძლება იყოს ფსიქიკურ განვითარებაშიც. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ შეიძლება გამოვილინდეს შემდეგი სიმპტომები -არამყარ ნაწლავთა მოქმედება, პერიოდული მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ხოლო კლინიკურ სურათში ყურადღებას იქცევს ანემია, სახსრების ტკივილი, მრავლობითი კარიესი, კბილის მინანქრის დეფექტი, ტანდაბლობა, სქესობრივი განვითარების შეფერხება, კანისა და ლორწოვანი გარსის ცვლილებები: სტომატიტი, დერმატიტი, ალოპეცია (თმის ცვენა უფრო მეტად თავზე), ვიტილიგო (კანის თეთრი ლაქები).

როგორ მკურნალობენ ცელიაკიას?


ცელიაკიის ერთადერთი მკურნალობის გზა არის მკაცრი უგლუტენო დიეტა. სიმპტომები რამდენიმე კვირაში ლაგდება, თუმცაღა, დაზიანებული ნაწლავების აღდგენას შეიძლება მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოს.

ჯანმრთელი ადამიანისათვის გლუტენი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული გლუტენის მიღება, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები - ალერგიული რეაქცია, ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევა, შებერილობა.
mshoblebi
არსებობს უგლუტენო პროდუქცია ჩვილი ბავშვებისათვის, რომელიც ერთროულად სასარგებლოც არის და უსაფრთხოც, დამზადებულია მარცვლეულისგან, რომელიც არ შეიცავს გლუტენს და სავსებით შესაძლებელია მათი მეშვეობით ბავშვის რაციონის გამრავალფეროვნება. სწორად შერჩეული უგლუტენო დიეტა არის სრულფასოვანი და უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. მშობლებს, რომელთა შვილებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ იტალიური ბრენდი „პლასმონი“ უგლუტენო პროდუქციას სთავაზობთ, რომელიც მკაცრი ევროპული სტანდარტებით არის წარმოებული, ყველა ინგრედიენტი და პროდუქტი სათუთად არის შერჩეული. აღსანიშნავია უგლუტენო ორცხობილები, რომელთაც აქვთ დელიკატური გემოდა კარგი ხსნადი თვისებები, მზადდება ექსკლუზიური რეცეპტით, მდიდარია კალციუმით, B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, რაც ხელს უწყობს კოგნიტური და იმუნური სისტემის ნორმალურ განვითარებას. არ შეიცავს პალმის ზეთს, გლუტენს, კვერცხს ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
mshoblebi



4608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?