თათია შარანგია 73 წლის დედამთილს, რომელიც იოგის წარმატებული ინსტრუქტორია, დაბადების დღეს ულოცავს - "მეამაყება!!! მეიმედება!!"
თათია შარანგია 73 წლის დედამთილს, რომელიც იოგის წარმატებული ინსტრუქტორია, დაბადების დღეს ულოცავს - "მეამაყება!!! მეიმედება!!"
ცნობილი პიანისტი და საკუთარი ინტერნეტგადაცემის ავტორი თათია შარანგია დედამთილს დაბადების დღეს ულოცავს და საამაყო თავდადებისთვის საჯაროდ აქებს. ქალბატონი გალინა თათიას მეორე მეუღლის, სანდრო შელიას დედაა, რომელიც ამერიკაში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორად ითვლება და ამავდროულად ხატვითაცაა გატაცებული. თათია დედამთილს საზოგადოებას აცნობს და 73 წლის იუბილეს შემდეგი ტექსტით ულოცავს:

„წარმოშობით უკრაინელია, ამერიკის მოქალაქე... საოცნებო ქვეყნის მოქალაქეობისთვის უმძიმესი შრომა გასწია. ულამაზესმა ქალმა, ფიზიკურად იშრომა, ისეთი შრომით, რასაც მე ვეძახი საამაყო თავდადებას, გახდა ზე-სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე... რადგან მიზანი მისთვის იყო უმთავრესი. მიზანი და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ამერიკული ოცნების რეალობად ქცევის.
მანამდე საქართველოში 20 წელი იცხოვრა და მეგრელების საამაყო რძალი იყო, თავისი 100-კაციანი წვეულების ორგანიზებით, ქართული ტრადიციების პატივისცემით...
mshoblebi
დღეს ვაშინგტონში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორის წოდება აქვს მიღებული....
დღეს 73 წლის გახდა!
დღეს ჩემი დედამთილი და უახლოესი მეგობარია და ყველა ამ ფოტოზე ასახული ნახატი მისი ხელით შექმნილია.
სთორის სტუდიას დღეს მისი ნახატები ალამაზებს.
უდიდესი სიყვარულით მინდა დაბადების დღე მივულოცო მას! მეამაყება!!! მეიმედება!! და მინდა 1000 წელი იყოს ყველა ჩვენგანის მაგალითად და ახალგაზრდობის სახედ! Happy Birthday my Lin!!!“
mshoblebi
თათია ქორწილში, მეუღლესა და დედამთილ-მამამთილთან ერთად

mshoblebi
თეკლა ჟვანია
26066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მაკო
3
მამამთილი ხშირად მინახავს კუს ტბაზე ვარჯიშის დროს, როდესაც საბურავებით დარბოდა, ასევე ზამთარში ყინულს ტეხდა ტბაზე და გაყინულ წყლში ჩადიოდა, კარგია, როდესაც ასეთი ჯანმრთელია ოჯახი.
02:42 / 30-07-2020
ტიკას
18
შევარდნაძეებს რა ქონდა მოსაწონი??
17:17 / 29-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?