ცნობილი პიანისტი და საკუთარი ინტერნეტგადაცემის ავტორი თათია შარანგია დედამთილს დაბადების დღეს ულოცავს და საამაყო თავდადებისთვის საჯაროდ აქებს. ქალბატონი გალინა თათიას მეორე მეუღლის, სანდრო შელიას დედაა, რომელიც ამერიკაში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორად ითვლება და ამავდროულად ხატვითაცაა გატაცებული. თათია დედამთილს საზოგადოებას აცნობს და 73 წლის იუბილეს შემდეგი ტექსტით ულოცავს:
„წარმოშობით უკრაინელია, ამერიკის მოქალაქე... საოცნებო ქვეყნის მოქალაქეობისთვის უმძიმესი შრომა გასწია. ულამაზესმა ქალმა, ფიზიკურად იშრომა, ისეთი შრომით, რასაც მე ვეძახი საამაყო თავდადებას, გახდა ზე-სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე... რადგან მიზანი მისთვის იყო უმთავრესი. მიზანი და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ამერიკული ოცნების რეალობად ქცევის. მანამდე საქართველოში 20 წელი იცხოვრა და მეგრელების საამაყო რძალი იყო, თავისი 100-კაციანი წვეულების ორგანიზებით, ქართული ტრადიციების პატივისცემით...
დღეს ვაშინგტონში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორის წოდება აქვს მიღებული....
დღეს 73 წლის გახდა!
დღეს ჩემი დედამთილი და უახლოესი მეგობარია და ყველა ამ ფოტოზე ასახული ნახატი მისი ხელით შექმნილია.
სთორის სტუდიას დღეს მისი ნახატები ალამაზებს.
უდიდესი სიყვარულით მინდა დაბადების დღე მივულოცო მას! მეამაყება!!! მეიმედება!! და მინდა 1000 წელი იყოს ყველა ჩვენგანის მაგალითად და ახალგაზრდობის სახედ! Happy Birthday my Lin!!!“
თეკლა ჟვანია