"მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან ინტიმურ კავშირში... გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ" - შემთხვევა პლაჟზე, რომელმაც ყველა შეძრა
ახლახან იტალიის პრესა საშინელმა შემთხვევამ შეძრა - კარაბინერებმა დააკავეს 25 წლის მამაკცი, რომელიც პლაჟზე მყოფ ხალხს 2 წლის ბავშვთან სექსს სთავაზობდა თანხის ფასად.

"ახალგაზრდა მამაკაცმა მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან სექსში, რომელიც ხელში ეკავა. გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ" - ასეთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში ტურისტისგან. შემთხვევა რომთან ახლოს, ოსტიაში, ამერიგო ვესპუჩის სანაპიროზე მოხდა. დამნაშავე მალევე დააკავეს. ის წარმოშობით რუმინელი აღმოჩნდა. დაკავებისას ხელში ეკავა 2 წლის ქერა ბავშვი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვი მოტაცებულია. პატარას გაუწყლოების ნიშნები აქვს.
"არც ლაპარაკობს, არც
ტირის, მხოლოდ წყალი დალია" - ნათქვამია ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში კარაბინერთა  გვერდზე გავრცელდა. პოსტს დამნაშავის დაკავების კადრებიც ახლავს.
ონლაინმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ძალადობის და სასტიკი მოპყრობის კვალი აღენიშნება.
წყარო
4265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ეგეთები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ
0
რამე ეშველება ქვეყანას?წამხდარია ხალხი ,წაბილწული არაფრის რიდი და შიში არა აქვთ!სადამდეა დასული გარყვნილება,კრიმინალი.იქნება და დაუსჯელობის ბრალიცაა.პედოფილებს ხშირად პირობითს აძლევენ.არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი რამე მართლა ხდება მხეცს დაემსგავსა ადამიანი
14:26 / 30-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?