ახლახან იტალიის პრესა საშინელმა შემთხვევამ შეძრა - კარაბინერებმა დააკავეს 25 წლის მამაკცი, რომელიც პლაჟზე მყოფ ხალხს 2 წლის ბავშვთან სექსს სთავაზობდა თანხის ფასად.
"ახალგაზრდა მამაკაცმა მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან სექსში, რომელიც ხელში ეკავა. გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ" - ასეთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში ტურისტისგან. შემთხვევა რომთან ახლოს, ოსტიაში, ამერიგო ვესპუჩის სანაპიროზე მოხდა. დამნაშავე მალევე დააკავეს. ის წარმოშობით რუმინელი აღმოჩნდა. დაკავებისას ხელში ეკავა 2 წლის ქერა ბავშვი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვი მოტაცებულია. პატარას გაუწყლოების ნიშნები აქვს.
"არც ლაპარაკობს, არც ტირის, მხოლოდ წყალი დალია" - ნათქვამია ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში კარაბინერთა გვერდზე გავრცელდა. პოსტს დამნაშავის დაკავების კადრებიც ახლავს.
ონლაინმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ძალადობის და სასტიკი მოპყრობის კვალი აღენიშნება.
წყარო