"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ... მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?
"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ... მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?
მე არ ვი­თხოვ ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მჯე­რა ჩემი ად­ვო­კა­ტის და ექ­სპერ­ტის, - ამის შე­სა­ხებ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" გა­ნა­ცხა­და.

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მთავ­რო­ბას უნ­დობ­ლო­ბას არ უცხა­დებს.

"და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, არა­ვის არ ვუ­ცხა­დებ უნ­დობ­ლო­ბას, არც ამ მთავ­რო­ბას, არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. მე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ გა­მო­ძი­ე­ბას. და­ი­კი­თხოს ის პი­როვ­ნე­ბა, ღამე, სამ სა­ათ­ზე რომ მი­თხრა კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით, მა­გა­ზე ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო შენი შვი­ლიო, ახლა რომ იძა­ხი­ან არ არის გახ­სნი­ლიო. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი
რომ იყო გუ­შინ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, ერთი ამ­ბა­ვი იყო, კი­ნა­ღამ შე­ჭა­მეს კაცი. რა­ტომ იყო გახ­სნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რი?!" - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას არ ითხოვს.

"ცხე­და­რი რომ ვნა­ხე ისეთ დღე­ში იყო, თით­ქოს სა­დღაც "შე­ბო­ლეს". ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს, დღემ­დე შოკ­ში ვარ. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში აწე­ულ შუ­შებ­ში, ასე­თი რა­ღაც არ ხდე­ბა. ჩემ გუ­ლის­ტკი­ვილს არა­ვინ უს­მენს. ერთი სი­ტყვა წა­მომ­ცდა დნმ... ჯერ ეს ად­რეა. მე ვენ­დო­ბი ად­ვო­კატს, ექ­სპერტს. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი ვი­ყა­ვი და ვთქვი დნმ. მე არ ვი­თხოვ ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მჯე­რა, ჩემი ად­ვო­კა­ტის და ექ­სპერ­ტის. ვი­თხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა
სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ი­ძი­ოს საქ­მე, იქ ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, ვინც გულ­თან მი­ი­ტანს. მინ­და გა­ვი­გო სი­მარ­თლე, ვინ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, ვინ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე" , - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გუ­შინ, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის სკა­ნი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო.

ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დახ­ვდა, ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამარ­თლებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზას - "კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში" არი­სო.
1486
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?