"ანჯელინამ თავიდანვე დაადგა თვალი ცოლიან ბრედს და ინტიმური სცენის გადაღებისას ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა" - ანჯელინას პირადი მცველი იხსენებს, როგორ აცდუნა ჯოლიმ პიტი
 "ანჯელინამ თავიდანვე დაადგა თვალი ცოლიან ბრედს და ინტიმური სცენის გადაღებისას ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა" - ანჯელინას პირადი მცველი იხსენებს, როგორ აცდუნა ჯოლიმ პიტი
ანჯელინა ჯოლი რომ ბევრი მამაკაცის საოცნებო ქალია, ყველამ კარგად იცის. როცა ის ბრედ პიტს გაჰყვა ცოლად, ბევრმა გაიფიქრა, როგორ შეძლო ბრედმა მისი გულის მონადირება. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ვარსკვლავების გარემოცვიდან ერთ-ერთი ალაპარაკდა და დეტალურად გაამხილა, სინამდვილეში როგორ აღმოჩნდა ანჯელინა იმ კაცის ცოლი, რომელიც მათი გაცნობის მომენტში ცოლიანი გახლდათ.
mshoblebi
დიახ, ყველასთვის ცნობია, რომ პიტისა და ჯოლის რომანი ფილმის "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებისას დაიწყო და იმ დროს ბრედი ჯენიფერ ენისტონის ქმარი გახლდათ. ანჯელინას პირადმა მცველმა, რომელიც ამ ფილმის გადაღებისას მსახიობის უშუალო ხელქვეითი
იყო, გაამხილა, რომ პირველად სწორედ ანჯელინამ დაადგა თვალი სიმპათიურ მსახიობს. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მაცდურ ღიმილს, მხარზე ხშირად შეხებას და ვნებით სავსე მზერას კმარობდა.
mshoblebi
არა, ქალმა გაცილებით მეტი რამ გააკეთა ბრედის საცდუნებლად. ყოფილი მცველი მარკ ბეჰარი ამტკიცებს, რომ სწორედ მან გადასცა ბრედ პიტს ანჯელინას სასიყვარულო ბარათი, რომლის შინაარსიც 18+ კატეგორიაში განიხილებოდა. არც ეს ჩათვალა საკმარისად. ბეჰარი გამოცემა Us Weekly-თან საუბრისას ამბობს, რომ ანჯელინამ ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა, ხოლო ბრედს საბოლოოდ დაუკარგა ძილი და მოსვენება.
mshoblebi
"ბრედთან ერთად ლოგინის სცენაში მართლა ბოლომდე გაშიშვლდა. ტანსაცმელთან ერთად შეუმჩნევლად საცვალიც გაიხადა და ეს სცენა ასე ითამაშა" - აცხადებს მარკ ბეჰარი. საბოლოოდ ჯოლის მეთოდებმა იმუშავა, სიყვარულისგან თავდავიწყებული ბრედ პიტი ჯენიფერ
ენისტონს გაშორდა და ანჯელინაზე იქორწინა. თუმცა დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. წყვილი მაინც დაშორდა და გაცილებით უარესი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ბრედსა და ჯენიფერს.
88578
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
გიორგის
0
"ესეიგი ამხელა ჩოყლაყ კაცს დუყლუყი ასვა მთელი ფილმის გადაღების დროს ':-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ვაიმე ამდენი დიდი ხანია არ მიცინია, მაგარი იყო
15:36 / 15-10-2020
გიორგი
1
ესეიგი ამხელა ჩოყლაყ კაცს დუყლუყი ასვა მთელი ფილმის გადაღების დროს
18:38 / 02-08-2020
მსგავსი სიახლეები