„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ - ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ
„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ - ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ
ულამზესი ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა. ორივე - ანა სოფიაც და ალექსიც ამერიკაში გააჩინა. მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია გახლდათ, ანა სოფია და ალექსი მათი საერთო შვილები არიან. მოგვიანებით ლიკა მეუღლეს გაშორდა და ამჟამად თბილისში ცხოვრობს მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ლიკა ოჯახით ამერიკაში ცხოვრობდა, პატარების გაზრდა აშშ-შიც კი მარტივი არ ყოფილა. დღეს ალექსი 7 წლის გახდა, დედამ მის იუბილეს პოსტი მიუძღვნა და გაიხსენა, როგორი რთული დღეები გადაუტანია ალექსთან ერთად.
„Alex 7
2 კვირა გადააცილა და 31
ივლისს გაჩნდა, 4,700 და 58 სანტიმეტრი. ამერიკელი ექთნები დარბოდნენ და ერთმანეთს ეძახდნენ, ნახეთ გოლიათი გაჩნდაო! პირდაპირ 3 თვის ბავშვის პამპერსით დაიწყო მოღვაწეობა.
მოევლინა სამყაროს და ეგრევე ბევრი გვანერვიულა, უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა, მერე ჭამა არ უნდოდა და ექთნებთან ერთად ვასწავლიდით როგორ უნდა ეჭამა. მერე 4 წლამდე ლაპარაკი არ დაიწყო, მაგრამ რომ დაიწყო, ისეთები ამოუშვა პირიდან, რომ ნამდვილად ღირდა 4 წელი დუმილად.
ალექს, მიყვარხარ და მადლობა, რომ მე ამირჩიე დედად“.
mshoblebi
ალექსი

mshoblebi
ანა სოფია


თეკლა ჟვანია


altდათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - საოჯახო ალბომი (ფოტოები)


30431
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?