ცნობილი რძალ-მულები ქართულ შოუბიზნესში (ფოტოები)
ცნობილი რძალ-მულები ქართულ შოუბიზნესში (ფოტოები)
ქართულ შოუბიზნესში არა მხოლოდ ცნობილი დედა-შვილები, მამა-შვილები, რძალ-დედამთილები და ბებია და შვილიშვილებიც კი არიან, არამედ ცნობილი რძალ-მულებიც. 

ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის ანა კოშაძის მული ასევე ცნობილი მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიაა. სწორედ ლიკას ძმის - ტარასის (ტოშკას) ცოლია ანა და რძალ-მულს საკმაოდ მყარი ოჯახები აქვთ. ლიკა და ანა წლებია მეგობრობენ და სხვა მოდელ მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდაც დადიან ხოლმე.
mshoblebi
mshoblebi
ანა ქალიშვილთან, დედამთილთან, მეუღლესა და მულთან ერთად

სხვათა შორის, ასევე მოდელია ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილი ანა შელია. 
mshoblebi
ცნობილი რძალ-მულები ქართულ შოუბიზნესში (ფოტოები)" />
ანა კოშაძე მეუღლესთან ერთად, ლიკა კვარაცხელია და მისი ქალიშვილი ანა შელია


ასევე ცნობილი რძალ-მულია მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი და ასევე ცნობილი მოდელის - თაკო ნაცვლიშვილის დედა ნინო ცქიტიშვილი და მისი ძმის, ცნობილი კალათბურთელის ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე - მოცეკვავე სოფო გოგებაშვილი.
mshoblebi
ნინო და სოფო

ნინოს მეუღლეც გასული წლების წარმატებული კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილია. ნინოს და მის ქალიშვილ თაკოს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ რძალთან და ერთადაც ხშირად ატარებენ დროს. 
mshoblebi
სოფო მულსა და მულიშვილთან ერთად

mshoblebi
mshoblebi

ერთ-ერთი პირველი რძალ-მული შოუბიზნესში იყვნენ მოდელი ნინო ორდენიძე და მისი ძმის - ყოფილი კალათბურთელი ირაკლი ორდენიძის მეუღლე - მოდელი და "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ლიკა ორჯონიკიძე.
mshoblebi
ნინო და ლიკა

ისინი წლების წინ დანათესავდნენ და ორივეს დიდი ხნის, მყარი ოჯახები აქვთ.
mshoblebi
ირაკლი ორდენიძე დასთან და მეუღლესთან ერთად

40779
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
v
6
სულ ვიყავი დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ასეთი რუბრიკა რომ იქნებოდა. ადვილი საქმე ხომ არ არის ამდენი სელებრითის ყოფნა, თუ მათი რაღაც ნიშნის მიხედვით სისტემატიზაცია-ინკორპორაცია არ მოახდინე? ასე განაგრძეთ და სიძე-სიმამრები, ქვისლები და ათასი ოხრობა შეიძლება აღმოაჩინოთ, რას იპოვით უკეთესს?
11:35 / 02-08-2020
ვაიმე?
0
სხვა კომენტარები რატომ გაქრა?
11:29 / 02-08-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?