"დაიბადა ჩემი ღრიალა ლომუნია ბიჭი. ბებია ვარ!" - სწორედ ამ სიტყვებით ამცნო ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ საზოგადოებას ახალი ამბავი. მისი ქალიშვილი ბაია კუზანოვა დედა გახდა. ნინომ ბაიას პირველი ფოტო მშობიარობის შემდეგ, სთორიზეც ატვირთა.
გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და ბიჭი გააჩინა. გახარებული ბებია სახელს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.