თბილისში ზოომაღაზიიდან გაქცეული პითონი დაიჭირეს - "სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია"
თბილისში ზოომაღაზიიდან გაქცეული პითონი დაიჭირეს - "სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია"
ამ ამბავს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო ავრცელებს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, პი­თო­ნი მე­პატ­რო­ნეს ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზი­ი­დან გა­ექ­ცა.

"გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და:

- პი­თო­ნი გა­მექ­ცა, და­მეხ­მა­რეთ.

ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რი იბ­ნე­ვა, სთხოვს კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­როს რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რე­ო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლად ორი ეკი­პა­ჟი გა­დის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა რის­კის წი­ნა­შე იდგა თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი. პი­თო­ნი მახ­რჩო­ბე­ლა­სებ­რი, მტა­ცე­ბე­ლი გვე­ლე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ცხა­დია არა­ვის ვუ­სურ­ვებთ მის "სტუმ­რო­ბას".

ბო­ლომ­დე გვი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით,
რომ ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რი­გით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, საფრ­თხე ჩვენს მაშ­ველ ბი­ჭებ­საც ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თაც ფაქ­ტი­უ­რად "თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლებს" მო­უ­წი­ათ ბრძო­ლის ველ­ზე გას­ვლა. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ­ცერ­თი წამი არ გვი­ფიქ­რია უკან დაგ­ვე­ხია, ბოლო წუ­თამ­დე შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რეთ ჩვენს ქა­ლაქს, ჩვენს თბი­ლი­სე­ლებს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და "გრძე­ლი ღა­მეც" და­ი­წყო. და­ვან­გრი­ეთ მრა­ვა­ლი კე­დე­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია ავე­ჯი­სა და ნივ­თე­ბის­გან ფან­რის შუქ­ზე თით­ქმის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი კუ­თხე, არც კუნ­ჭუ­ლი და მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვეც" გა­მო­ვი­ჭი­რეთ. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ცო­ტა­თი ამა­ყე­ბიც დავ­ბრუნ­დით ბა­ზა­ზე, წინ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა".


2108
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Vako
0
რამხელა ამბავი ატყდა ამ ბებერი პითონის გაქცევის გამო.
19:43 / 01-08-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?