ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც ჯორჯო არმანის სახე გახლდათ და ის ქართველი მოდელია, რომელმაც ბოლო წლებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე, თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ახალი ფოტოსესიებით.
ამჯერად ამ საოცარი ვიდეოთი წარდგა, რომელშიც ახალი ვარცხნილობა აქვს და ძალიან უხდება. თუმცა ეს ვიდეორგოლისთვის არის თუ მართლა შეიჭრა თმა, ჯერ უცნობია.
როგორც ცნობილია, თაკოს დედა - მშვენიერი ნინო ცქიტიშვილი ასევე ყოფილი მოდელია და ამჟამად სამოდელო სააგენტოს მფლობელი. ულამაზესია თაკოს უმცროსი და ანაც, რომელსაც ასევე პერსპექტიული სამოდელო კარიერა ელოდება წინ.
ნახეთ ამ ულამაზესი ოჯახის წევრების მეტი ფოტო