ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ბავშვი მონათლეს - პატარა ანნას ვიდეო ნათლობიდან - მშობლები

ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ბავშვი მონათლეს - პატარა ანნას ვიდეო ნათლობიდან

2020-08-02 16:54:18+04:00

მას შემდეგ, რაც ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს, მათ მიმართ მუდმივად დიდი ინტერესია.

წყვილს ქალიშვილი ანნა შეეძინა, რომელიც თითქმიც 6 თვისაა და დღეს მონათლეს. აქამდე პატარას სახე არც გამოუჩენიათ, ნათლობას ელოდნენ და სავარაუდოდ, მალე ანნას ოფიციალურ ფოტოებსაც ვიხილავთ.

mshoblebi

დღეს ანნას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეს - გოგონა გაქრისტიანდა, ნათლობა ამ წუთებში პომპეზურად მიმდინარეობს.

რასაკვირველია, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ნოეს და ჯანეტის გვერდით მათი ცნობილი, თუ საზოგადოებისთვის უცნობი მეგობრები ეწსრებიან. ასევე ესწრებიან ნოეს შვილები უწინდელი ქორწინებებიდან - ქალ-ვაჟი.

mshoblebi

mshoblebi

სხვათა შორის, ანნას ერთ-ერთი ნათლია ირაკლი მაქაცარიაა.

mshoblebi

წვეულება მცხეთაში შედგა და ცოლ-ქმრის ნათესავებთან ერთად ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მღეროდნენ ანრი ჯოხაძე, დათუნა მგელაძე, ნინი ბადურაშვილი. ამ უკანასკნელმა ცეცხლოვანი ცეკვაც კი შეასრულა წვეულების ერთ-ერთ სტუმართან ერთად.

mshoblebi

თეკლა ჟვანია