მაია ხერხეულიძე: „5 წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კუჭ-ნაწლავის დაავადებებისადმი“
მაია ხერხეულიძე: „5 წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კუჭ-ნაწლავის დაავადებებისადმი“

დიარეა პატარებში და მასთან დაკავშირებული საფრთხეები

როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში პიკს აღწევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რაც გარემოსა და საკვების ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ერთი შეხედვით უწყინარი დიარეა ბავშვებში სერიოზული გართულებების მიზეზი ხდება. ამ თემაზე თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის ექიმი-პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე გვესაუბრა.

- რამდენად აქტუალურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ზაფხულის პერიოდში და რომელი დაავადებაა ყველაზე აქტუალური?

- მიმდინარე პერიოდში, კლინიკაში მომართვიანობის გახშირებულ
მიზეზს ბავშვებში დიარეა, გახშირებული კუჭის მოქმედება, ღებინება, ცხელება წარმოადგენს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია როგორც მიზეზის სწორი დადგენა, ასევე მკურნალობის სწორი შერჩევა. 5 წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კუჭ-ნაწლავის დაავადებებისადმი. ხშირად, მედიკოსები ამ დაავადებებს „დაუბანელი ხელის“ დაავადებებს ვეძახით, რადგან გადაცემის გზა ორალურ-ფეკალურია.

- როგორც აღნიშნეთ, ამ სეზონზე ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას დიარეა წარმოადგენს. მოგვიყევით დიარეის შესახებ...

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულში შედის. ის განპირობებულია ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვის და გამოყოფის დისბალანსით, მასთან ხშირად ასოცირდება ღებინებაც. დიარეის დროს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება, რაც ზოგჯერ ადმიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მწვავე დიარეის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ინფექცია წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა
გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით (განსაკუთრებით როტავირუსით), ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით. დიარეის ძირითადი კლინიკური სიმპტომები ნებისმიერი გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია: ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, გაუწყლოების ნიშნები. თუმცა, გამომწვევი მიზეზის მიხედვით დაავადების კლინიკა შეიძლება განსხვავდებოდეს. ჩვეულებრივ ტემპერატურული რეაქცია ვლინდება ინფექციური დიარეისას. არაინფექციური აგენტებით (მაგ: მედიკამენტები, მალაბსორბცია) განპირობებულ დიარეას ცხელება არ ახასიათებს. დიარეა ხშირად რთულდება გაუწყლოებით და ახასიათებს: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თვალების ჩავარდნა, უცრემლო ტირილი, მივარდნა ან ძლიერი აგზნება, ძილიანობა, სითხის მიღების შეუძლებლობა და სხვა. ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, რათა დროულად განისაზღვროს დიარეის გამომწვევი მიზეზი, ჩატარდეს შესაბამისი, ადეკვატური მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული გართულებების განვითარება.

- ქალბატონო მაია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს დიარეის ნიშნები აღენიშნება?

- დიარეის დროს ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა სითხით დატვირთვა და სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარის მიწოდება, რომელიც ახდენს გაუწყლოების განვითარების პრევენციას. ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ 2 წლამდე ასაკის ბავშვმა უნდა მიიღოს დაახლოებით 50-100, ხოლო 2 წლის შემდეგ 100-200 მლ სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი. დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია და ძალიან ეფექტურია პრობიოტიკების ე.წ. “მეგობარი ბაქტერიების” გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავში პათოლოგიური ფლორის გამრავლებას, ხელს უწყობენ საკვების მონელებასა და შეწოვას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში და ასტიმულირებენ იმუნიტეტს.

- დღეისათვის, ფარმაცევტულ ბაზარზე პრობიოტიკული ჯგუფის მედიკამენტები ფართოდაა წარმოდგენილი. როგორ შევარჩიოთ სწორად და რას მივაქციოთ ყურადღება?

- დღეისათვის ჩვენს ფარმაცევტულ სფეროში პრობიოტიკების დიდი არჩევანია. ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებელ კომპანიასა და ქვეყანას; გააჩნია თუ არა მას ხარისხის წარმოებისა და პრობიოტიკში შემავალი შტამების რეგულაცია; აკმაყოფილებს თუ არა GMP/GLP სტანდარტებს და დღიურ რეკომენდებულ დოზებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რომელ ბაქტერიულ შტამებს შეიცავს პრობიოტიკი, რადგან უამრავი ბაქტერიაა რომელიც ბოლომდე არ არის შესწავლილი და მათი მიღებით შეიძლება კიდევ უფრო დიდი ზიანი მივაყენოთ ორგანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია ბაქტერიების მაღალტექნოლოგიური დამუშავება - ისინი უნდა იყვნენ მჟავა გამძლენი, რათა არ მოხდეს მათი სიცოცხლისუნარიანობის დათრგუნვა კუჭში და ცოცხლად მოხვდნენ ნაწლავში, სადაც აუცილებელია მათი დასახლება. ასევე, საყურადღებოა ცოცხალი ბაქტერიების რაოდენობა, რადგან სწორედ მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი მისცემს მათ საშუალებას გამეფდნენ ნაწლავში.
mshoblebi
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მინდა გამოვყო ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ პრემიალური ხარისხის ბრენდი „ბიოპრონ 9 პრემიუმი“. მის შემადგენლობაში წარმოდგენილი 10 მილიარდის ოდენობის 9 ბაქტერიული შტამი ზუსტად ის „მეგობარი ბაქტერიები“ გახლავთ, რომელიც მსოფლიო გასტროენტეროლოგთა ორგანიზაციის, მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების, ამერიკის ოჯახის ექიმთა ასოციაციის და ამერიკის წამლისა და კვების სააგენტოს (რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად ჯანდაცვის სფეროში) მიერ არის აღიარებული. მინდა ასევე აღვნიშნო „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური გზით შემუშავებული ბაქტერიების მიკროკაფსულირების მეთოდი, რისი დახმარებითაც ბაქტერიები საოცარ გამძლეობას ავლენენ მჟავას მიმართ - მაღალ აციდორეზისტენტობას, ამიტომ ისინი კუჭის ბარიერს დაუბრკოლებლად გადიან და სწრაფად ახდენენ ნაწლავის მირკობიოტის აღდგენას, ავლენენ მაღალ თერაპიულ ეფექტს. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამყარებულია მრავალი კლინიკური კვლევით. მისი მიღება რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ გახლავთ სწორედ ის ბრენდი, რომელიც შეგვიძლია ყოველთვის გვქონდეს ჩვენს „სამოგზაურო-საოჯახო აფთიაქში“.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს, როგორ იზრუნონ ბავშვის ჯანსაღ მიკრობიოტაზე?

- ჯანსაღი ნაწლავის მირკობიოტის ფორმირებისათვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფიზიოლოგიური მშობიარობა და ძუძუთი კვება გახლავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, დაბალანსებული კვება; საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის კარგად გასუფთავება. სასმელი წყლის ცვლილებისას, უმჯობესია ბავშვებმა ბოთლის წყალი გამოიყენონ.
R
7749
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები