ფრანგი ვენსან კასელისა და იტალიელი მონიკა ბელუჩის სიყვარულის ამბავზე ერთ დროს ყველა წერდა. მათმა ურთიერთობამ 17 წელს გასტანა, თუმცა ბოლოს მაინც გაშორდნენ. ამ ქორწინებისას გაუჩნდათ ულამაზესი ქალიშვილები - დევა და ლეონი. მართალია, მაშინვე თქვეს, რომ მეგობრებად დაშორდნენ ერთმანეთს, ისინი ერთად აღარავის უნახავს.
ვენსანი ახლა 53 წლისაა. რამდენიმე წლის წინ გაიცნო მშვენიერი მოდელი თინა კუნაკი, რომელზეც იქორწინა კიდეც და ერთი წლის წინ ქალიშვილი ამაზონიაც შეეძინა. ახლა სამი ქალიშვილის მამაა.
ვენსანი დიდ ტროს ატარებს ოჯახურ გარემოში - ის, თინა და მათი პატარა ქალიშვილი ხშირად არიან სხვადასხვა სანაპიროზე და ხანდახან პაპარაცების ობიექტივების ქვეშაც ექცევიან ხოლმე. ცოტა ხნის წინაც სანაპიროზე გადაუღეს ფოტოები, სადაც პატარა ამაზონიას ცურვას ასწავლიდა.
ვენსანი ძალიან არის შეყვარებული თავის ახალგაზრდა ცოლზე. ხშირად წერენ ხოლმე, რომ ვენსანი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მამაკაცია მსოფლიოში, რომელსაც ჯერ ყველა მამაკაცის საოცნებო მონიკა ბელუჩი ჰყავდა ცოლად და ახლა არანაკლები ლამაზმანის გვერდით ცხოვრობს.
ასევე დიდ დროს ატარებს ის უფროს ქალიშვილებთან. ამ დღეებში ემოციური ფოტო გამოაქვეყნა, თუ როგორ სეირნობს გოგონებთან ერთად.
ლეონისა და დევას შინ მოფერებით ლეოზინიას და გოგონას ეძახის.
ჯერჯერობით მშობლების კვალზე დევა მიდის, რომელიც საოცრად ჰგავს დედას და უკვე არაერთ სარეკლამო რგოლში თუ ფოტოსესიაში მიუღია მონაწილეობა.