რამდენიმე დღის წინ კუზანოვების ოჯახს პატარა შეემატა, ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის შვილი ბაია, ბიჭის დედა გახდა.
როდესაც ბაიამ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, მშობლებმა პომპეზური ქორწილი გადაუხადეს. მალე ახალი სოცოცხლის მოლოდინიც გაჩნდა და ყველანი ამ სასიამოვნო სიახლით იყვნენ მოცული. ბიჭუნა ქვეყანას გაგუას კლინიკაში მოევლინა, ეს მნიშვნელოვანი სიახლე ახლადგამომცხვარმა ბებიამ სოციალური ქსელით აცნობა საზოგადეობას. სულ ცოტა ხნის წინ კი ფოტო გაავრცელა სამშობიაროდან, სადაც ბებია და ბაბუა პატარა ბიჭის მოსანახულებლად იყვნენ მისულები.
თუ რა დააარქვეს ბიჭს, ჯერჯერობით უცნობია, მთავარია დედაც და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
თეკლა ჟვანია