ახალგაზრდა ქალი, თამუნა მინაშვილი, საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ოპერაციის დროს გული გაუჩერდა.
თამუნა 9 წელი ელოდა შვილს. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება გადაწყვიტა და მცდელობამ შედეგი გამოიღო - ტყუპზე დაორსულდა... თუმცა სამწუხაროდ, ნანატრი შვილების ნახვა ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალა.
ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, ახლობლები კი ფიქრობენ, რომ კლინიკას, სადაც მან იმშობიარა და ექიმს მოსთხოვონ პასუხი.