გმირმა კაპრალმა, პარაოლიმპიელმა თემო დადიანმა მიჯნურს ხელი სთხოვა (ვიდეო)
გმირ კაპრალ თემო დადიანს ალბათ ყველა იცნობს საქართველოში. ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქებისას კიდურების დაკარგვის შემდეგ, თემო ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა - ცხოვრება შემართებით განაგრძო და სამხედრო სამსახურში ყოფნის გარდა, დღეს წარმატებული სპორტსმენია. სპორტის არაერთ სახეობაში გამოსცადა თავი და პარაოლიმპიელიც გახდა. საზოგადოებას ახსოვს მის შთამბეჭდავი ცეკვა პროთეზებით და ასევე მისი გამოსვლა შოუში "ყველაზე ძლიერი". 
ახლა კი მის ცხოვრებაში სიახლეა - თემომ მეგობრების გარემოცვაში, ბათუმში, გემზე სთხოვა ხელი საყვარელ ქალს - ნინი ოქრომჭედლიძეს და მისგან სასურველი პასუხიც მიიღო - "დიახ". 

მეგობრები და ნათესავები
უკვე ულოცავენ თემოს და ნინის გაბედნიერებას.
4293
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები