როგორც ცნობილია, თითქმის ერთი თვის წინ ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას შვილი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს.
პატარა ჯერი სიყვარულისა და მზრუნველობის გარემოში იზრდება და როგორც ანის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან და სტატუსებიდან ჩანს, ილო ძალიან ეხმარება პატარის გაზრდაში.
ცოტა ხნის წინ ჯერი უფროსმა დებმაც მოინახულეს - ილოს ქალიშვილებმა პირველი ქორწინებიდან. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები ილომ თავად გაუზიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.