AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს და 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია, 25 წლის ნათია ცირეკიძეა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა ხერხემლის პპრობლემებს უჩიოდა, რის გამოც 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. მას ერთი თვის შუუალედით ორი ოპერაცია ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.
"უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, მაგრამ რომ აცხადებს ზოგიერთი უდანაშაულოები არიანო, რეგულირების სააგენტოს დოკუმენტზე რას იტყვიან?!
ხომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება. თქვენ რომ ჟურნალისტმა ჩაატაროთ ოპერაცია არ დაისჯებით?! 20 თვეა ანგელოზივით გოგო კომატოზურ მდგომარეობაშია. წევს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. საოცარი გოგონაა. წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ყველაფერი.
ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ხერხემალმა შეაწუხა და მიმართა ამ სამედიცინო დაწესებულებას. ფაქტია , რომ არასწორად ჩაუტარეს ოპერაცია, რადგან ეს გოგონა კომაშია ახლაც. ნუ გადაიყვანენ ოჯახს ჭკუიდან, ყველაფერს აქვს ზღავრი. ისედაც 20 თვეა ასეთ მდგომარეობაში უყურებენ ამ გოგონას" - გვეუბნება ადვოკატი.
როგორც ნათია ცირეკიძის მეგობარი ნინუცა ბრაჭული ამბობს, გოგონას ოპერაციამდე ხერხემლის ტკივილები აწუხებდა.
"ნათია ჩემი თანამშრომელი იყო, ერთად ვმუშაობდით ბანკში. უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა. უნიჭიერესი გოგოა. უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ და შემდეგ სამსახურშიც ერთად აღმოვჩნდით.
ხერხემალზე ჰქონდა ტკივილები და ლაზერით უნდა მოეწვათ,, რაც სექტემბერში უკვე გაუკეთეს და განმეორებითი მოწვა უნდა გაეკეთებინათ დეკემბერში, რის შემდეგაც კომაში ჩააგდეს. განაგრძეთ კითხვა