"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?
"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?
პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე-16 სე­ზო­ნი და­ი­ხუ­რა. რო­გორც ყო­ველ სე­ზონ­ზე, პრო­ექ­ტში წელ­საც ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი გა­მოჩ­ნდა, მათ შო­რის, "ტრო­ლე­ბის უფ­რო­სი" ელ­ვი­რი. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ნიკა ქავ­თა­რა­ძეს მი­ან­დო. ნი­კას კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი არა­ერთ ამ­პლუ­ა­ში მო­უ­სინ­ჯავს, თუმ­ცა სე­რი­ალ­ში როლი პირ­ვე­ლად ითა­მა­შა და არ­ცთუ ური­გოდ. რო­გორ აფა­სებს ნიკა ქავ­თა­რა­ძე სე­რი­ალ­ში თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს, რო­გორ მო­ირ­გო უარ­ყო­ფი­თი როლი, მი­ი­ღო თუ არა მისი შექ­მნი­ლი ელ­ვი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა და რას ურ­ჩევ­და პერ­სო­ნაჟს, ამა­ზე ambebi.ge-სთან თა­ვად სა­უბ­რობს.

"ჩემი სე­რი­ალ­ში შეს­ვლა ნამ­დვი­ლად რის­კი იყო, მაგ­რამ ეს ასე პირ­და­პირ
არ მომ­ხდა­რა, სინ­ჯე­ბი გა­და­მი­ღეს, იმ­სჯე­ლეს და როლ­ზე ამის შე­დე­გად და­მამ­ტკი­ცეს... ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბის დღეს ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გა­ნაც რის­კი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს და­ნახ­ვა­ზე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წა­ვი­დეს, სულ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს, რომ გა­რეგ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც არა­ფე­რი შე­მიც­ვლია... მაგ­რამ არის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა გა­მიც­ნო, სა­ერ­თოდ არ იცი­ან, ვინ ვარ, არც ახ­სოვთ, აქამ­დე რას ვა­კე­თებ­დი, რად­გა­ნაც მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ... ამი­ტომ, ვი­ღა­ცე­ბის­თვის მე ვარ მხო­ლოდ ელ­ვი­რი. ამას მერე მივ­ხვდი, როცა ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პირ­ვე­ლი სე­რია გა­ვი­და", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­საც სას­ცე­ნო მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, თუმ­ცა ამას რო­ლის შექ­მნა­ში, ვფიქ­რობ, ხელი არ შე­უშ­ლია... ასე­ვე რის­კი ისიც იყო, რომ არამ­სა­ხი­ობს ასე­თი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის როლი უნდა
ეთა­მა­შა...
"მთე­ლი ჯგუ­ფი ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ტი­პა­ჟი შედ­გეს, მეც ვზრუ­ნავ... ამი­ტომ, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, სახე აირ­ჩი­ეს, - ეს მამ­შვი­დებ­და, თო­რემ მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვარ, ფაქ­ტია! თა­ნაც ისე­თი ხა­ზით შე­ვე­დი სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, ანუ ტრო­ლებს და ბო­ტებს ვგუ­ლის­ხმობ", - აღ­ნიშ­ნავს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.

- რო­დე­საც პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათს მიხ­ვდი, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო ამ პე­რო­ნაჟ­თან შენი მი­ახ­ლე­ბა?
- ტიპს იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს, და­დე­ბი­თი სა­ერ­თოდ, არა­ფე­რი გა­აჩ­ნია. თა­ვის ქცე­ვე­ბით, მა­ნე­რე­ბით იმ­დე­ნად გრო­ტეს­კუ­ლი ტი­პა­ჟია, რომ მსგავ­სი, კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა არც არ­სე­ბობს ალ­ბათ, რო­მელ­საც მი­ბა­ძავ და როლს ასე შექ­მნი. ასე რომ, არა­ვის მა­ნე­რე­ბის "და­მუ­ღა­მე­ბა" არ დამ­ჭირ­და. სრუ­ლი­ად ახა­ლი გმი­რის შექ­მნა მო­მიხ­და, (არა)ჩვე­უ­ლებ­რი­ვის.
აქ კი უკვე ჩემი წარ­მო­სახ­ვის ტიპი მყავ­და, რო­მე­ლიც არის უპ­რინ­ცი­პო, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი, მას­ში ბევ­რი ვი­ღა­ცის ცუდი თვი­სე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი. ერთი შე­ხედ­ვით რთუ­ლი რო­ლია, მაგ­რამ მა­ინც ად­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ არ თა­მა­შობ ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ ტიპს. ტრო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი ხომ არა­ვინ იცის რო­გო­რია?! ეს ხომ არ არის რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა, ირი­ა­ლუ­რია.

- და­მა­ჯე­რე­ბე­ლია შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, ამას ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს. რო­გორ შე­ძე­ლი?
- ად­რეც მით­ქვამს, ქეთი დევ­და­რი­ან­მა მი­თხრა, - იცო­დე, ისე მოხ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ნი­კას ნაც­ვლად ყვე­ლა ელ­ვირს და­გი­ძა­ხებ­სო, რაც გა­მარ­თლდა... ხოლო თუ ჩემი როლი შედ­გა, ეს უკვე მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც გა­და­ღე­ბის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. ამას გა­დამ­ღებ ჯგუფ­ში ყვე­ლა გრძნობს და თა­ვის საქ­მეს კარ­გად აკე­თებს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გი, მე­ტიც, იდე­ა­ლუ­რი.
გა­და­ღე­ბი­სას ჩემი, პი­როვ­ნუ­ლი უკან მაქვს გა­და­დე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად მინ­დო­ბი­ლი ვარ რე­ჟი­სორს, ადა­მი­ანს, ვი­საც ეს პრო­ცე­სი მიჰ­ყავს. ასე­თი კარ­გი რე­ჟი­სო­რე­ბი, რო­გო­რიც ამ სე­რი­ალს ჰყავს, იშ­ვი­ა­თია. სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ, რომ ზედ­მე­ტად ინერ­ვი­უ­ლო. შე­იძ­ლე­ბა, 2-3 სე­რია ტი­პის ძი­ე­ბა­ში ხარ, მაგ­რამ მერე შენს ნა­მუ­შე­ვარს ნა­ხუ­ლობ და ცდი­ლობ, ხა­სი­ა­თი მე­ტად და­ი­ჭი­რო და უფრო კონ­კრე­ტუ­ლი ტიპი შექ­მნა - ეს პრო­ცე­სის ნა­წი­ლია.

- შენი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხავს...
- ელ­ვი­რი რა­ტომ უნდა უყ­ვარ­დეთ? ისე­თი ცუდი და ბო­რო­ტი ტი­პია, სიყ­ვა­რულს არ უნდა იმ­სა­ხუ­რებ­დეს. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცებს მა­ინც უყ­ვართ... მაგ­რამ ჩემ­ზე არ შემ­ხვედ­რია კო­მენ­ტა­რი, როლს ცუ­დად აკე­თებ­სო. თო­რემ, ვი­მე­ო­რებ, ელ­ვი­რი მო­სა­წო­ნი რომ არ არის, ამას რა თქმა უნდა?! ის კი არა, ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ლო­მე შარ­ვა­ძის გმირს, ქე­თის "პუ­ტავ­დნენ", ბუ­ლინ­გი მო­უ­წყვეს, გა­ნი­ხი­ლავ­დნენ - ქმარს უღა­ლა­ტაო...ა­ერ­თოდ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სე­რი­ალს ასე აღიქ­ვა­მენ, ნა­წილს ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პე­ბი ჰგო­ნია. უნდთ, მათ ჭკუ­ა­ზე ია­რონ. ვი­მე­ო­რებ, უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ასე­თი დო­ნის უარ­ყო­ფი­თი გმი­რი ვი­ღა­ცე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ეს კი რე­ჟი­სო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. განაგრძეთ კითხვა
190
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები